თავის ქავილის მიზეზი

თავის ქავილის მიზეზი

არის თუ არა საშიში თავის კანის ქავილი?

თავის კანის ქავილი ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული პროცესების სიმპტომია.

ზოგჯერ ამ დისკომფორტის მიზეზია არასწორად შერჩეული შამპუნი ან თმის მოვლის სხვა საშუალებები, შეიძლება ქავილს იწვევდეს თმის საღებავი, ან ხშირი დაბანა. აღსანიშნავია, რომ ქავილის ირიბი მიზეზი ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სტრესია.

ხშირი, ქრონიკული ქავილის შესაძლო მიზეზებია:

  •  ქერტლი;
  •  ტილი;
  •  ფსორიაზი;
  •  ალერგიული რეაქცია;
  •  ატოპიური დერმატიტი;
  •  ნერვული სისტემის აშლილობა.

 თუ თვითმკურნალობის, ანუ გამღიზიანებლისგან თავის არიდების მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სიმპტომი არ ალაგდა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. 

წყარო:
https://www.medicinenet.com/why_is_my_head_itching_so_bad/article.htm