ზღვა და მედუზები.
ზაფხული ბევრი ადამიანისთვის ზღვასთან, რუჯთან ასოცირდება, თუმცა ეს სასიამოვნო წუთები შესაძლოა მედუზამ დასუსხვით დაგირღვიოთ. ზღვაში ცურვისა თუ ყვინთვის დროს დასუსხვის შემთხვევები ხშირია.
უმეტესად დასუსხვა უცაბედი ტკივილით, შეწითლებითა და კანზე გაღიზიანებული ლაქებით შემოიფარგლება, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სისტემური რეაქციის მიზეზი ხდება და იშვიათად პროცესი სიცოცხლისთვის
საშიშ მდგომარეობამდე მიდის.
ხშირად სრულებით საკმარისია მკურნალობა სახლის პირობებში, თუმცა მწვავე ალერგიული რეაქციის დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია და აუცილებელია პაციენტი დროულად მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების
დეპარტამენტში.
სიმპტომები
მედუზის მიერ დასუსხვის გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია:
- წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი;
- წითელი, ყავისფერი ან იისფერი ლაქა კანზე;
- ქავილი;
- შეშუპება;
- ფეთქვადი ტკივილი.
ძლიერი დასუსხვის სიმპტომებია:
- კუჭის ტკივილი, ღებინება და გულისრევა;
- თავის ტკივილი;
- კუნთის ტკივილი ან სპაზმი;
- სისუსტე, ძილიანობა;
- გულის წასვლა და დაბნეულობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- გულის პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/jellyfish-stings/symptoms-
causes/syc-20353284