რატომ შეიძლება ჰქონდეთ ახალგაზრდა ქალებს ჭაღარა?
ბევრ ქალს შეიძლება ისიც კი ახსოვდეს რომელ ასაკში შენიშნა პირველი ჭაღარა. ზოგიერთი ქალბატონი ჭაღარავდება 30 წლის შემდეგ ან მაშინ, როდესაც 40 წელს გადასცილდება, თუმცა ჭაღარა ზოგჯერ 30 წლამდე ასაკშიც ჩნდება.
ასაკის მატებასთან ერთად თმის ფერის ცვლილება ნორმალური პროცესია და გაითვალისწინეთ, რომ თმაში შერეული თეთრი ფერი მხოლოდ ხანდაზმულებში არ ფიქსირდება და გარკვეული ფაქტორების გამო სავსებით შესაძლებელია 20 წლის ან უფრო პატარა ასაკის გოგონასაც კი ჰქონდეს.
მნიშვნელობა არ აქვს რომელია თქვენი თმის ბუნებრივი ფერი ყავისფერი, შავი, წითელი თუ ქერა - თმა შეფერილობას მელანინისგან იძენს. თმის ფერი მთლიანად დამოკიდებულია მელანინის რაოდენობაზე, ტიპსა და გავრცელებაზე.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მხოლოდ 2 ტიპის თმის ფერის პიგმენტი არსებობს: მუქი და ღია. ეს ორი პიგმენტი ერთმანეთში ერევა და საბოლოოდ სხვადასხვა შეფერილობა ფორმირდება, მაგალითად, მუქი ქერა, შავი და სხვა.
ასაკის მატებასთან ერთად და განსაკუთრებით ხანდაზმულებში თმის ნაკლები ფოლიკული გამოიყოფა, შესაბამისად, ჩნდება ჭაღარა.
ზოგჯერ გაჭაღარავების მიზეზი ქიმიური პროცესია. თმაში არსებული უჯრედები ბუნებრივი გზით გამოიმუშავებს მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგს. ნორმალურ პირობებში ფერმენტი სახელწოდებით კატალაზა წყალბადის ზეჟანგს წყალსა და ჟანგბადში შლის. სწორედ ეს ბუნებრივი პროცესი ირღვევა ასაკის მატების დროს, ანუ ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის კატალაზას, რის გამოც წყალბადის ზეჟანგის ჭარბი დოზა გროვდება. მთელი ეს დაგროვილი მასა სერიოზულად ვნებს პიგმენტის გამომამუშავებელ უჯრედებს და თეთრი თმის გამრავლებას უწყობს ხელს.
ახალგაზრდა ასაკში ნაადრევი გაჭაღარავების შესაძლო მიზეზებია:
- გენეტიკა;
- სტრესი;
- ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი (არაჯანსაღი კვების შედეგი);
- თამბაქო;
- ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
- მზის ულტრაიისფერი გამოსხივება;
- დაბინძურებული გარემო.
წყარო:
https://www.chestercountyhospital.org/news/health-eliving-blog/2020/july/why-some-
women-have-grey-hair-earlier