ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 9 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 82 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 286 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 39 442 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 877 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 37 294 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 177 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 185 და დაიღუპა 22, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 145 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 869 და დაიღუპა 42 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 690 ადამიანი და დაიღუპა 23.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო