ჩნდება თუ არა ტილი თავის დაუბანლობის, ცუდი ჰიგიენის გამო?

ჩნდება თუ არა ტილი თავის დაუბანლობის, ცუდი ჰიგიენის გამო?

თავის ტილი პატარა მწერია, რომელიც ადამიანის სკალპიდან სისხლით იკვებება.

ტილი ხშირად აქვთ ბავშვებს და მარტივად გადადის ერთი ადამიანიდან მეორე პირის თმაზე.

ტილი არ არის ცუდი პირადი ჰიგიენის ან ბინძური საცხოვრებელი გარემოს მიმანიშნებელი.

ამ პარაზიტს არ გადააქვს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციური დაავადებები.

თავის ტილების მოსაშორებლად გამოიყენება ბევრი მედიკამენტი.

ტილების დროს ადამიანი უჩივის შემდეგს:

  • ქავილს;
  • ზოგჯერ შესამჩნევია თმაზე, სკალპზე;
  • ტილის კვერცხები თმის ღეროზე;
  • ქავილის გამო შესაძლოა გამოვლინდეს ერთგვარი წყლული.

აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა სხვა მდგომარეობითაც იყოს გამოწვეული.

ტილი ხშირად ერევათ შემდეგ მდგომარეობებში:

  • ქერტლი;
  • თმის მოვლის საშუალებების ნარჩენი;
  • მკვდარი თმის ქსოვილი;
  • ფუფხი, ჭუჭყი ან სხვა ნივთიერება;
  • სხვა ტიპის პატარა მწერი.

ტილი ყველაზე ხშირად ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის პირდაპირი კონტაქტით, შესაბამისად, გადადების რისკი მაღალია ოჯახში ან ისეთ დაწესებულებებში, სადაც ბავშვებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

არაპირდაპირი გადაცემა იშვიათია, თუმცა ტილი შესაძლოა გავრცელდეს შემდეგი ნივთებით:

  • ქუდი და შარფი;
  • სავარცხელი;
  • თმის აქსესუარები;
  • ყურსასმენი;
  • ბალიში, პირსახოცი.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/head-lice/symptoms-causes/syc-20356180