ფეხის ფრჩხილის ჩაზრდა გავრცელებული მდგომარეობაა.
ამ ჩივილის დროს ფეხის ფრჩხილის ფირფიტის გვერდითი ნაპირი ფრჩხილის მორგვქვეშ იზრდება. შედეგად ადამიანი უჩივის ტკივილს, ფრჩხილის გარშემო ვლინდება სიწითლე, შეშუპება და ზოგჯერ ფეხის ფრჩხილის ჩაზრდა იმდენად მწვავედ მიმდინარეობს, ინფექცია ყალიბდება.
როგორც წესი, ზიანდება ცერა თითი.
თუ ტკივილი მწვავეა ან ვრცელდება, ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს, რომელიც დისკომფორტის შემსუბუქებაში და მდგომარეობის მართვაში დაგეხმარებათ.
გაითვალისწინეთ, სხვებთან შედარებით ფეხის ფრჩხილის ჩაზრდის რისკი გაცილებით მაღალია იმ პირებში, ვისაც დიაბეტი ან ისეთი პათოლოგია აქვთ, რომელიც ქვედა კიდურებში სისხლის სათანადოდ მიწოდების პროცესს აფერხებს.
სიმპტომები
ფეხის ფრჩხილის ჩაზრდისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი და მგრძნობელობის მომატება ფრჩხილის ერთ ან ორივე მხარეს;
- სიწითლე ფეხის ფრჩხილის გარშემო;
- ფრჩხილის გარშემო შეშუპება;
- ფეხის ფრჩხილის გარშემო მდებარე ქსოვილის ინფექცია.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:
- ძლიერი დისკომფორტი ან სიწითლე, ან ჩირქი თითის არეში;
- გაქვთ დიაბეტი ან სხვა პათოლოგია, რომლის გამოც ფეხში დარღვეულია სისხლის დინების პროცესი და ამავდროულად შენიშნეთ ინფექციის ნიშნები, წყლული.
გამომწვევი მიზეზი
ფეხის ფრჩხილის ჩაზრდის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია:
- გაცვიათ ვიწრო, არაკომფორტული ფეხსაცმელი;
- ფრჩხილებს ძალიან მოკლედ იჭრით ან არათანაბრად;
- მიიღეთ ფრჩხილის ტრავმა/დაზიანება;
- გაქვთ უჩვეულოდ მოხრილი ფრჩხილი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ingrown-toenails/symptoms-causes/syc-20355903