იმუნიტეტისთვის სასარგებლო ხილი და ბოსტნეული

იმუნიტეტისთვის სასარგებლო ხილი და ბოსტნეული

რომელი ხილი და ბოსტნეულია განსაკუთრებით სასარგებლო?

იმუნიტეტის მეშვეობით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეჭრილ უცხო სხეულებსა და მიკროორგანიზმებს.

იმუნური სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა რეკომენდებული დროით ძილი, მშვიდი გარემო, სტრესის მართვა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, პირად ჰიგიენაზე ზრუნვა.

დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ადამიანი გაცილებით მარტივად ავადობს, ორგანიზმი ვერ ახერხებს ინფექციასთან თუ ანთებასთან ბრძოლას.

იმუნიტეტი რთული კომპლექსია, რომელიც შედგება ცილებისგან, ორგანოებისგან, ქსოვილებისგან, უჯრედებისგან. იმუნური სისტემა უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - იმუნიტეტის გამართული/სათანადო ფუნქციონირება აუცილებელია, რადგან მის ფუნქციაში შედის ნებისმიერ უცხო სხეულზე ადეკვატური რეაგირება, ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება.

მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, რადგან ეს გემრიელი საკვები ვიტამინების, მინერალების წყაროა. იმუნიტეტის გაძლიერებაში ზაფხულის ხილი და ბოსტნეულიც დაგეხმარებათ.

იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • კიტრი;
  • პომიდორი;
  • ლაიმი;
  • საზამთრო;
  • მანგო;
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
  • ყურძენი;
  • წიწაკა;
  • სტაფილო;
  • მარწყვი;
  • ნიორი;

 

წყარო:

https://www.tractorjunction.com/blog/10-summer-fruits-and-vegetables-which-boost-immune-system/

https://www.healthline.com/health/food-nutrition/foods-that-boost-the-immune-system#spinach