როგორც წესი, შავი წერტილები ჩნდება სახესა და მხარზე.
იგი კომედონის ტიპია და კანის ზედაპირზე კარგად ჩანს, აქვს მუქი შეფერილობის თავი.
ზოგიერთი ფაქტორის გამო შავი წერტილების ჩამოყალიბების რისკი იზრდება.
ასაკი და ჰორმონული ცვლილებები მთავარი ხელშემწყობია. აკნეს სხვა სიმპტომების მსგავსად შავი წერტილები ხშირია გარდატეხის პერიოდში, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში.
გარდატეხის ასაკის შემდეგ მენსტრუაციასთან, ორსულობასთან და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებების ფონზე ქალებში ხშირად ჩნდება შავი წერტილები.
შავი წერტილების გაჩენა დაკავშირებულია კანის უჯრედების ჭარბი დოზით გამომუშავებასთან.
სხვა ფაქტორებია:
- ჭარბი ოფლიანობა;
- კოსმეტიკით და სამოსით ფორების დახშობა;
- პარსვა და სხვა ისეთი აქტივობა, რომელიც ხსნის (აფართოებს) თმის ფოლიკულებს;
- ჰაერის მაღალი ტენიანობა;
- სტრესი;
- საკვერცხეების პოლიკისტური სინდრომი;
- პრემენსტრუალური სინდრომი;
- ზოგიერთი მედიკამენტი (გვერდითი ეფექტი).
საზოგადოებაში პოპულარულია მოსაზრება თითქოს შავი წერტილები ცუდი ჰიგიენის შედეგია - დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები აცხადებენ, რომ ეს მცდარი შეხედულებაა და რეალობასთან კავშირი არ აქვს. უფრო მეტიც სკრაბით თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებებით (გადაჭარბებული სიხშირით და არასწორი მეთოდებით) შავი წერტილების მოცილების ნაცვლად სახის კანის მდგომარეობა უფრო უარესდება.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/71615#causes