კუჭის შეკრულობა ნაწლავის გაძნელებული, დაყოვნებული ან არასრული დაცლაა.
შეკრულობა (სამედიცინო ენაზე ყაბზობა) ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არააქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, არ მიირთმევენ საკვები ბოჭკოთი მდიდარ პროდუქტებს ან ავადობენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზით.
თუ გარკვეული მიზეზების გამო თქვენი ცხოვრების წესი იცვლება სავსებით მოსალოდნელია ყაბზობამ შემოგიტიოთ.
შეკრულობის დროს ნაწლავის პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად ჩაიტარეთ მუცლის მასაჟი.
ნაწლავის მოქმედებისთვის შეძლებისდაგვარათ იმოძრავეთ, თუნდაც ოთახში ერთ ადგილზე იხტუნეთ.
მიმართეთ აფთიაქს და სპეციალისტს განუმარტეთ ჩივილის შესახებ, აუცილებლად შეგირჩევენ მედიკამენტს, რომელიც კუჭის მოქმედებაში დაგეხმარებათ.
დალიეთ რეკომენდებული დოზით წყალი.
შეკრულობის დროს მიირთვით:
- ხორბლის პური;
- შვრია;
- ოსპი;
- ლობიო;
- ბარდა;
- ვაშლი;
- ციტრუსი;
- მსხალი;
- სტაფილო;
- ბროკოლი;
- კომბოსტო;
- ნუში;
- იოგურტი;
- კეფირი;
- ქლიავის ჩირი.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თუ მოუმზადებთ ბოსტნეულის წვნიანს.
შეკრულობის დროს უნდა შეიზღუდოს ისეთი კერძი, რომელიც მარტივად შეიწოვება, მაგალითად, თეთრი პური, კარტოფილის პიურე, ტკბილეული, თეთრი ფქვილის ნაწარმი, ხორცი, სწრაფი კვების პროდუქტები, გაზიანი სასმელები, მუქი ყავა, ნებისმიერი მშრალი საკვები, გაყინული კერძები, წასახემსებელი საკვები.
წყარო:
https://www.niddk.nih.gov/health-information/digestive-diseases/constipation/eating-diet-nutrition