ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 7 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 68 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 020 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 119 და დაიღუპა 31, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 30 999 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 330 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 304 და დაიღუპა 18 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 173 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 31 650 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 417 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 476 ადამიანი და დაიღუპა 51.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო