ინფარქტის ნიშნები

ინფარქტის ნიშნები

რა არის ინფარქტი (გულის შეტევა)?

ინფარქტი ყალიბდება მაშინ, როდესაც გულს აღარ მიეწოდება სისხლი, ანუ როცა სისხლის მიწოდების პროცესი გარკვეული ფაქტორების გამო დაბლოკილია. ამ პროცესის მიზეზი, როგორც წესი, ცხიმის, ქოლესტეროლისა და სხვა ნივთიერებების დაგროვებაა - თითოეული მათგანის გამო კორონარულ არტერიებში ფოლაქი ფორმირდება.

სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება გულის კუნთის დაზიანების ან სრული განადგურების რისკი.

გულის შეტევა სავსებით მოსალოდნელია ფატალურად დასრულდეს და სწორედ ამიტომ აუცილებელია პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ცოდნა - პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

სიმპტომები

ინფარქტის გავრცელებული სიმპტომებია:

  • წნევა, ზეწოლა, დაძაბულობა, ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის, ან მკლავების არეში, რომელიც შესაძლოა ვრცელდებოდეს კისრის, ყბის ან ზურგის მიდამოშიც;
  • გულისრევა, გულძმარვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა ან მუცლის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ცივი ოფლი;
  • დაღლილობა;
  • გულის წასვლის შეგრძნება ან უეცარი თავბრუსხვევა.

გაითვალისწინეთ, გულის შეტევა სხვადასხვა ორგანიზმში განსხვავებული სიმპტომატიკით მიმდინარეობს, მაგალითად, ზოგიერთი პაციენტი უჩივის მსუბუქ ტკივილს, როდესაც სხვებს შეიძლება გაუსაძლისი ტკივილი აწუხებდეთ.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ზოგჯერ პირველი ნიშანი უეცარი გულის გაჩერებაა.

ზოგჯერ ინფარქტი სრულიად მოულოდნელად ვლინდება, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში რამდენიმე საათით, დღით ან კვირით ადრე ორგანიზმში ერთგვარი გამაფრთხილებელი სიმპტომები ჩნდება; მაგალითად, ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი შესაძლოა იყოს განმეორებითი გულმკერდის ტკივილი ან სტენოკარდია (გულის ანგინა).

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-attack/symptoms-causes/syc-20373106