თუ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჭარბი დოზით აირები გაქვთ და უხერხულობას გრძნობთ

თუ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჭარბი დოზით აირები გაქვთ და უხერხულობას გრძნობთ

აირები საჭმლის მონელების ნორმალური პროცესის ნაწილია.

თუმცა ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს აირის ტკივილს და ეს მაშინ ხდება, როდესაც საჭმლის მომნელებელ სისტემაში აირი იჭედება ან სათანადოდ არ თავისუფლდება.

როგორც წესი, ჭარბი რაოდენობის აირების დაგროვების მიზეზი კვების რაციონია, შესაბამისად, ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისია დისკომფორტისგან რომ გათავისუფლდეთ.

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მხოლოდ რაციონი არაა დამნაშავე და აირების დაგროვების მიზეზი ხდება კონკრეტული პათოლოგიები, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ცელიაკიის დაავადება - რასაკვირველია, აირების ტკივილთან ერთად ამ დარღვევებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც ჩნდება.

აირების ტკივილის სიმპტომებია:

  • ბოყინი;
  • აირის გამოშვება;
  • ტკივილი, სპაზმი მუცლის არეში;
  • შებერილობა.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ აირების დაგროვება ან აირების ტკივილი თითქმის ქრონიკულად, მუდმივად გაწუხებთ, ან იმდენად მწვავეა ყოველდღიურ საქმიანობაში გიშლით ხელს.

თუ აირების ტკივილს თან ახლავს სხვა სიმპტომებიც საქმე გაცილებით სერიოზულ მდგომარეობასთან გაქვთ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ეს დამატებითი სიმპტომები:

  • სისხლიანი განავალი;
  • განავლის კონსისტენციის ცვლილება;
  • კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება;
  • წონის კლება;
  • შეკრულობა ან დიარეა;
  • გულისრევა ან ღებინება.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გჭირდებათ თუ გაწუხებთ ხანგრძლივი მუცლის და გულმკერდის ტკივილი.

რეკომენდაცია

როგორც უკვე მოგახსენეთ, საჭმლის მონელების პროცესისთვის აუცილებელია ნორმალური დოზით აირები და არც აირებისგან გათავისუფლებაა საგანგაშო, თუმცა ჭარბი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში დიდი ალბათობით იგრძნობთ უხერხულობას, ტკივილს და სხვა დისკომფორტს.

მოერიდეთ:

  • სწრაფად ჭამას;
  • სითხის მიღებას წვენის საწრუპი ჩხირიდან;
  • საღეჭ რეზინს;
  • ღეჭვის დროს საუბარს;
  • ლუდს და გაზიან სასმელებს;
  • ხელოვნურ შაქრის შემცვლელს.

ზოგიერთი პროდუქტის გამო აირები გროვდება და სასურველია არ მიიღოთ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ და ეს საკვებია:

  • ლობიო და ბარდა;
  • ხილი;
  • ბოსტნეული;
  • მთლიანი მარცვლეული.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gas-and-gas-pains/symptoms-causes/syc-20372709