თუ სახეზე შავი წერტილები გაქვთ - გასწავლით მარტივად მოსამზადებელ კიტრის ნიღაბს

თუ სახეზე შავი წერტილები გაქვთ - გასწავლით მარტივად მოსამზადებელ კიტრის ნიღაბს

როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში?

კიტრი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია და განსაკუთრებით სახის კანისთვის.

ამ გემრიელ პროდუქტში დიდი რაოდენობით წყალია, შესაბამისად, შეუცვლელი დამატენიანებელია და რაც მთავარია ბუნებრივი, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი.

კიტრის ნიღაბი დაგეხმარებათ კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში, შეშუპების ჩაცხრობაში. მაგალითად, თუ თხელ ფენად დაჭრილ კიტრს პირდაპირ სახეზე დაიფენთ იგრძნობთ სიგრილეს, ხოლო კანი დარბილდება, შემცირდება შეშუპება და გაღიზიანება.

მსუბუქი მზის დამწვრობის დროს კიტრი ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

დილით თვალების გარშემო შეშუპებას მნიშვნელოვნად შეამცირებთ თუ თვალზე კიტრს დაიდებთ.

სახეზე ფორები

დააბლენდერეთ კიტრი ისე რომ მიიღოთ წვენი. მასა 30 წუთის განმავლობაში დაიტანეთ სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ.

სახის სიწითლე და შავი წერტილები

დაგჭირდებათ თანაბარი რაოდენობის კიტრის წვენი და იოგურტი. კიტრის წვენი და იოგურტი ერთმანეთს შეურიეთ და მიღებული მასა სახეზე დაიტანეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. კიტრისა და იოგურტის ნაზავი შეამცირებს კანის სიწითლესა და შავ წერტილებს.

ცხიმიანი კანისთვის 

კანიდან ზედმეტი ცხიმის მოცილება თუ გსურთ სახეზე დაიტანეთ კიტრის ნაჭრები და თითებით ნაზად შეიზილეთ.  

რეკომენდაცია

ბევრი ადამიანისთვის კიტრი უსაფრთხო პროდუქტია; ადამიანების უმეტესობას არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები, როდესაც კიტრს კოსმეტიკურ ნაწარმად იყენებს. თუმცა ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და განსაკუთრებით საყურადღებოა სახის კანი. იმისთვის რომ დარწმუნდეთ ალერგიული რეაქცია არ გაქვთ, კანზე მცირე რაოდენობით დაიტანეთ და დააკვირდით კანის მდგომარეობას.

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/283006#benefits