პანკრეასის კიბო

პანკრეასის კიბო

როგორ ამოვიცნოთ პანკრეასის კიბო?

პანკრეასის კიბო პანკრეასის ქსოვილში ყალიბდება. ამ ორგანოში რამდენიმე ტიპის წანაზარდი ვითარდება და შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც კანცეროგენური, ისე არაკანცეროგენური სიმსივნე.

იშვიათად, რომ ონკოლოგმა პანკრეასის კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოს - დროული დიაგნოსტირება რთულია, რადგან როგორც წესი, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და როდესაც სიმპტომები ჩნდება ეს იმას ნიშნავს, რომ პათოლოგია მეტასტაზირდა, ანუ კიბო სხვა ორგანოებში გავრცელდა.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და შეიძლება მოიცავდეს ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან ამ მეთოდების კომბინაციას.

პანკრეასის კიბოსთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • მუცლის ტკივილი, რომელიც ზურგსაც გადაეცემა;
  • უმადობა ან უმიზეზო წონის კლება;
  • სიყვითლე;
  • ღია შეფერილობის განავალი;
  • მუქი ფერის შარდი;
  • კანის ქავილი;
  • დაღლილობა;
  • სისხლის შედედება.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ მედიკოსს, თუ შენიშნეთ უჩვეულო სიმპტომები.

გაითვალისწინეთ, მსგავსი სიმპტომატიკა დამახასიათებელია სხვა პათოლოგიებისთვისაც და შეიძლება სულაც არ გქონდეთ კიბო, შესაბამისად, აუცილებელია სწორი დიაგნოზი.

გამომწვევი მიზეზი

სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინისთვის დღემდე უცნობია პანკრეასის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი. თუმცა ონკოლოგები თვლიან, რომ ამ ტიპის კიბოს განვითარების რისკი იზრდება თამბაქოს მოხმარებისა და კონკრეტული, მემკვიდრეობით მიღებული მუტაციაგანცდილი გენის გამო.

სხვა რისკ-ფაქტორებია:

  • დიაბეტი;
  • პანკრეატიტი;
  • პანკრეასის კიბოთი ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • სიმსუქნე;
  • ასაკი (დიაგნოზი ხშირია 65 წელს გადაცილებულ პირებში).

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pancreatic-cancer/symptoms-causes/syc-20355421