რამდენიმე რეკომენდაცია მშობლებს.
ადამიანების უმეტესობა შვებულებისთვის ზაფხულში ემზადება და ამ სეზონის არდადეგებს მოუთმენლად ელიან ბავშვებიც.
ეს შეგრძნება თითქმის ყველა მშობლისთვის ნაცნობია - როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ და შვილი ტირილს იწყებს. პატარა ადამიანმა უცხო გარემოში, უცხო ადამიანების გარემოცვაში თავი შეიძლება ცუდად იგრძნოს, დისკომფორტს კი მისთვის მარტივი ენით გამოხატავს - ჭირვეულობს, ტირის, გაღიზიანებულია.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენც კომფორტულად იმგზავროთ და გარშემომყოფებიც არ შეწუხდნენ.
გირჩევთ:
- ყოველთვის თან გქონდეთ: პამპერსი, სველი და მშრალი ხელსახოცი; დამატებითი სამოსი, ბავშვის საკვები და სასმელი, სათამაშოები, ნებისმიერი მედიკამენტი (თუ პატარა მკურნალობს და წამალი ექიმმა დაგინიშნათ), ზედმეტი ჩანთა ერთგვარი ურნისთვის;
- პატარა ადამიანს კომფორტულად ჩააცვით და ასე უფრო გაგიმარტივდებათ საფენის გამოცვლა, ბავშვიც არ გაღიზიანდება;
- სკამის საზურგეზე შეგიძლიათ დაფინოთ ფერადი ფოტოები, ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს და გაერთობა;
- შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ბავშვის სახეს მზის სხივები, ფანჯარაზე ჩამოაფარეთ ფარდა;
- ჩაურთეთ მუსიკა, რომელიც მისთვის ნაცნობია და მოდუნებაში დაეხმარება;
- შეძლებისდაგვარად პატარას თავი ნაცნობ გარემოში აგრძნობინეთ, ანუ არ დაურღვიოთ რეგულარული კვების განრიგი მხოლოდ იმიტომ რომ სახლში არ ხართ;
- თუ ტირის და სივრცე ხელს გიწყობთ, ბავშვი ხელში აიყვანეთ და თუნდაც მცირე მანძილი იყოს, ასეირნეთ;
- მგზავრობის წინ მოერიდეთ ხმაურს, ემოციებს, ბარგი წინა დღით უკვე მზად გქონდეთ. არ დაიწყოთ სახლიდან გასვლამდე ზედმეტი ფუსფუსი, რადგან პატარა ადამიანი იგრძნობს მისი რეჟიმი რომ ირღვევა და გაღიზიანდება, მგზავრობა სტრესული იქნება;
- ბილეთის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ ადგილს, რომელიც ტუალეტთან ახლოს მდებარეობს;
- თუ შეგიძლიათ ისეთი სკამი დაჯავშნეთ, რომელსაც ფანჯარა აქვს, რადგან ზოგიერთი ბავშვი ძალიან ერთობა მგზავრობისას მისთვის უცხო არქიტექტურის, ხალხის თუ ბუნების თვალიერებით;
- ყურადღების გადასატანად, კომფორტის შესაქმნელად თან იქონიეთ ფაზლი (ბავშვის ასაკიდან გამომდინარე), გასაფერადებელი რვეულები, საყვარელი წიგნი და სხვა.
წყარო:
https://www.winchesterhospital.org/health-library/article?id=598939