როცა პატარა მგზავრობისას ტირის, ჭირვეულობს - როგორ გავართოთ ბავშვი საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

როცა პატარა მგზავრობისას ტირის, ჭირვეულობს - როგორ გავართოთ ბავშვი საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

რამდენიმე რეკომენდაცია მშობლებს.

ადამიანების უმეტესობა შვებულებისთვის ზაფხულში ემზადება და ამ სეზონის არდადეგებს მოუთმენლად ელიან ბავშვებიც.

ეს შეგრძნება თითქმის ყველა მშობლისთვის ნაცნობია - როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ და შვილი ტირილს იწყებს. პატარა ადამიანმა უცხო გარემოში, უცხო ადამიანების გარემოცვაში თავი შეიძლება ცუდად იგრძნოს, დისკომფორტს კი მისთვის მარტივი ენით გამოხატავს - ჭირვეულობს, ტირის, გაღიზიანებულია.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენც კომფორტულად იმგზავროთ და გარშემომყოფებიც არ შეწუხდნენ.

გირჩევთ:

  • ყოველთვის თან გქონდეთ: პამპერსი, სველი და მშრალი ხელსახოცი; დამატებითი სამოსი, ბავშვის საკვები და სასმელი, სათამაშოები, ნებისმიერი მედიკამენტი (თუ პატარა მკურნალობს და წამალი ექიმმა დაგინიშნათ), ზედმეტი ჩანთა ერთგვარი ურნისთვის;
  • პატარა ადამიანს კომფორტულად ჩააცვით და ასე უფრო გაგიმარტივდებათ საფენის გამოცვლა, ბავშვიც არ გაღიზიანდება;
  • სკამის საზურგეზე შეგიძლიათ დაფინოთ ფერადი ფოტოები, ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს და გაერთობა;
  • შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ბავშვის სახეს მზის სხივები, ფანჯარაზე ჩამოაფარეთ ფარდა;
  • ჩაურთეთ მუსიკა, რომელიც მისთვის ნაცნობია და მოდუნებაში დაეხმარება;
  • შეძლებისდაგვარად პატარას თავი ნაცნობ გარემოში აგრძნობინეთ, ანუ არ დაურღვიოთ რეგულარული კვების განრიგი მხოლოდ იმიტომ რომ სახლში არ ხართ;
  • თუ ტირის და სივრცე ხელს გიწყობთ, ბავშვი ხელში აიყვანეთ და თუნდაც მცირე მანძილი იყოს, ასეირნეთ;
  • მგზავრობის წინ მოერიდეთ ხმაურს, ემოციებს, ბარგი წინა დღით უკვე მზად გქონდეთ. არ დაიწყოთ სახლიდან გასვლამდე ზედმეტი ფუსფუსი, რადგან პატარა ადამიანი იგრძნობს მისი რეჟიმი რომ ირღვევა და გაღიზიანდება, მგზავრობა სტრესული იქნება;
  • ბილეთის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ ადგილს, რომელიც ტუალეტთან ახლოს მდებარეობს;
  • თუ შეგიძლიათ ისეთი სკამი დაჯავშნეთ, რომელსაც ფანჯარა აქვს, რადგან ზოგიერთი ბავშვი ძალიან ერთობა მგზავრობისას მისთვის უცხო არქიტექტურის, ხალხის თუ ბუნების თვალიერებით;
  • ყურადღების გადასატანად, კომფორტის შესაქმნელად თან იქონიეთ ფაზლი (ბავშვის ასაკიდან გამომდინარე), გასაფერადებელი რვეულები, საყვარელი წიგნი და სხვა.

წყარო:

https://www.nct.org.uk/baby-toddler/getting-out-about-your-baby/going-holiday/baby-and-toddler-travel-what-you-need-know-going-ahead

 

https://www.winchesterhospital.org/health-library/article?id=598939