რა არის პოდაგრა (ნიკრისის ქარი)?
პოდაგრა ართრიტის ხშირი და კომპლექსური ფორმაა, ნიკრისის ქარისგან არავინაა დაზღვეული.
შეტევა მოულოდნელად ჩნდება და ხშირად მაშინ, როდესაც გძინავთ - რეაქცია იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი შუაღამისას იღვიძებს და აქვს შეგრძნება თითქოს ფეხის ცერა თითს ცეცხლი უკიდია. დაზიანებულ სახსარში გრძნობთ სიმხურვალეს, არის შესიებული/შეშუპებული და იმდენად მგრძნობიარე, რომ ზეწრის წონაც კი აუტანელ ტკივილს იწვევს.
ნიკრისის ქარისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება და ქრება, თუმცა სიმპტომების მართვის და შეტევის ეპიზოდის პრევენცია გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია.
პოდაგრას სიმპტომებია:
- სახსრის ძლიერი, მწვავე ტკივილი;
- ხანგრძლივი დისკომფორტი;
- ანთება და სიწითლე;
- მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა.
პოდაგრას განვითარების რისკი იზრდება თუ ორგანიზმში მაღალია შარდმჟავას დონე. ორგანიზმში შარდმჟავას ნორმას ზრდის შემდეგი ფაქტორები:
- რაციონში დიდი რაოდენობით წითელი ხორცი, მოლუსკები, ფრუქტოზის შემცველი ტკბილი სასმელები, ალკოჰოლი;
- ჭარბი წონა;
- ზოგიერთი დაავადება და მდგომარეობა, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, გულისა და თირკმლის დაავადებები;
- კონკრეტული მედიკამენტები;
- ნიკრისის ქარით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- სქესი და ასაკი (დიაგნოზი უფრო ხშირია მამაკაცებში და ხშირად დაავადება თავს იჩენს 30-დან 50 წლამდე ასაკში. რაც შეეხებათ ქალბატონებს, სიმპტომები ჩნდება მენოპაუზის შემდეგ);
- ქირურგიული ოპერაცია ან ტრავმა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gout/symptoms-causes/syc-20372897