გიყვართ პომიდორი?
ზედმეტი წონის დასაკლებად აუცილებელია მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტები, დაიტვირთოთ ფიზიკურად (ივარჯიშოთ, ისეირნოთ).
დაუშვებელია თვითნებურად შერჩეული დიეტა - თქვენი რაციონი უნდა შედგებოდეს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტებისგან.
ჯანსაღი რაციონის შემადგენელია პომიდორიც, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ზედმეტი კილოგრამების დაკლებას გეგმავს.
პომიდვრის ნაყოფი შეიცავს ლიკოპინს, რომელიც მეცნიერთა აზრით, ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც კი ადამიანმა შეიძლება საკვებიდან მიიღოს. ლიკოპინი წითელი პიგმენტია, რომელიც სხვადასხვა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და ერთ-ერთია ის, რომ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.
პომიდორი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, შედგება მინერალებისგან, ვიტამინებისგან, ცილისგან, საკვები ბოჭკოსგან.
დაბალკალორიულია, მაგალითად, საშუალო ზომის პომიდორი 24 კალორიისგან შედგება და დიდი მოცულობის 33 კალორიისგან.
როგორც უკვე მოგახსენეთ, პომიდორი მდიდარია ბოჭკოსგან. საკვები ბოჭკო (უჯრედისი) ორგანიზმის გამწმენდია. უჯრედისი გეხმარებათ მარტივად იგრძნოთ სისავსე, შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გაწუხებთ შიმშილის გრძნობა.
პომიდორში დაბალი შემცველობითაა ნახშირწყლები.
ამ გემრიელი პროდუქტით თავს დაიცავთ შეკრულობისგან და გაიუმჯობესებთ ნაწლავის მოქმედებას.
პომიდვრის წვენი აძლიერებს მეტაბოლიზმს.
გახსოვდეთ, როცა საქმე წონის დაკლებას ეხება 70% ჯანსაღ კვებაზეა დამოკიდებული და 30% ვარჯიშზე.
ამასთან, პომიდორი სასარგებლოა:
- იმუნიტეტისთვის;
- მხედველობისთვის;
- კანისთვის;
- ძვლისთვის;
- გულისთვის;
- კუნთებისთვის;
- ჯანსაღი წნევისთვის;
- ორგანიზმში სითხის ბალანსისთვის;
- საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
წყარო:
https://chicagohealthonline.com/7-health-benefits-of-tomatoes/