ვინ არიან ენერგოვამპირები?
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მაგალითად, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, ოჯახის წევრი, პარტნიორი, თანამშრომელი.
ენერგოვამპირი არის პირი, რომელიც თქვენი ემოციური და ფიზიკური ენერგიით იკვებება, შედეგად თავს გრძნობთ გამოფიტულად, კარგავთ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვის სურვილს, უჩივით ძლიერ დაღლილობას, თავის ტკივილს, გაღიზიანებული ხართ და სხვა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ ასე განზრახ იქცევიან და დიახ, თქვენით მანიპულირებასაც არ ერიდებიან.
დააკვირდით გარშემომყოფებს და თუ მათ ქცევაში ენერგოვამპირობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს აღმოაჩენთ, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ფსიქიკას.
გაითვალისწინეთ შემდეგი სიმპტომები:
- ენერგოვამპირები არასდროს იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, მათთვის ანგარიშვალდებულება უცხოა. ხშირად ქარიზმატულები არიან. ისე იქცევიან, რომ ყოველთვის თქვენ გამოხვიდეთ დამნაშავე. დავალების შესრულების დროს მაშინაც კი თუ ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებიათ, სხვების შერცხვენას ცდილობენ;
- ნებისმიერი დრამის მთავარი დედოფალია. სიხარულით მონაწილეობს და უფრო მეტიც ცენტრალური ნაწილია ნებისმიერი მოვლენის, სადაც საკუთარი ემოციური და დრამატული ქცევის გამოვლენის საშუალება ეძლევა;
- არ უყვართ ადამიანი, რომელიც მას ჯობია. საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებულს არ ხიბლავს ყურადღების ცენტრში ყოფნის შესაძლებლობის გაზიარება;
- საკმარისია იგრძნოს, რომ პრობლემები გაქვთ და გააცნობიეროს თქვენი ენერგიის მარაგი მცირდება, საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებს და როგორც არ უნდა ეცადოთ საბოლოოდ მაინც ის აღმოჩნდება საუბრის მთავარი საკითხი. მაგალითად, მსგავსი ხომ არ გეცნობათ? "ვიცი, სამსახურში კარგი ხელფასი არ გაქვს, თუმცა შენი სამსახური ხომ გართობაა. უნდა დამეხმარო ახალი სამსახურის მოძიებაში" და სხვა მსგავსი საუბარი;
- მსხვერპლის როლის შესრულებაში კონკურენტი არ ჰყავთ. საკუთარი პრობლემების მოგვარებას სხვებისგან მოითხოვენ;
- ყოველთვის ირჩევენ ბუნებით კარგ, მგრძნობიარე და ისეთ ადამიანს, რომელსაც უყვარს თანაგრძნობის გამოხატვა, რომელიც ყველაფერს აკეთებს სხვების დასახმარებლად;
- ბოროტად იყენებენ მზრუნველი და ყურადღებიანი ნაცნობის დამოკიდებულებას, ზუსტად იციან ამ პირების სუსტი წერტილი - სიმორცხვე, მორიდება;
- ხიბლავთ ისეთი რომანტიკული ურთიერთობები, სადაც წრეზე მოძრაობენ, ანუ პარტნიორებს შორის ხშირი დრამა და ემოციური მხარდაჭერაა საჭირო. ენერგოვამპირის გონებაში ტრიალებს შემდეგი აზრები: მასთან კარგად არ ვარ, თუმცა დაშორების ნაცვლად უმჯობესია გავაგრძელო კავშირი, ან რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღებას არ მივაქცევ, დროებით გავქრები მისი ცხოვრებიდან და აი, ნახავ პატიებას შემეხვეწება, ხოხვით უკან დამიბრუნდება და სხვა;
- ხშირად გესმით, რომ თითქოს ვინმეს ისე ექცევით როგორც ზედმეტ ტვირთს, თქვენგან ბევრად მეტს მოელოდნენ? გამოდის გვერდით ენერგოვამპირი გყოლიათ და არც კი იცოდით - დიახ, არც კრიტიკას დაიშურებს და არც იმას მოერიდება ყველაფერი თქვენ დაგბრალდეთ;
- ზოგიერთი ენერგოვამპირი არ იხიბლება გაკრიტიკებით ან ბულინგით და ისეთ ძლიერ ემოციურ რეაქციას იყენებს როგორიცაა დაშინება.
წყარო:
https://www.healthline.com/health/mental-health/energy-vampires