პერიფერიული არტერიების დაავადება - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს

პერიფერიული არტერიების დაავადება - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს

რა არის პერიფერიული არტერიების დაავადება?

პერიფერიული არტერიების დაავადება სისხლის მიმოქცევის სისტემის ხშირი პათოლოგიაა. დაავადების დროს შევიწროებულია არტერიები, შესაბამისად, კიდურში შემცირებული, დაქვეითებულია სისხლის დინების, სისხლის სათანადოდ მიმოქცევის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ სავსებით შესაძლებელია პერიფერიული არტერიების დაავადება ათეროსკლეროზის სიმპტომი იყოს.

ხშირად პერიფერიული არტერიების დაავადების მართვა წარმატებითაა შესაძლებელი და მკურნალობის კურსი მოიცავს ისეთ მეთოდებს როგორიცაა ვარჯიში, ჯანსაღი რაციონი, თამბაქოზე უარი.

სიმპტომები

პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე ბევრ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები ან არაფერს უჩივის, თუმცა ზოგიერთ პაციენტს უვითარდება ფეხის ტკივილი მოძრაობის დროს.

პერიფერიული არტერიების დაავადების სიმპტომებია:

  • კიბეზე ასვლის ან სიარულის შემდეგ ერთ, ან ორივე თეძოში, ბარძაყში მტკივნეული კრუნჩხვა/სპაზმი;
  • ფეხის სისუსტე ან დაბუჟება;
  • მეორე კიდურთან შედარებით სიცივის შეგრძნება ფეხის ქვედა არეში ან ტერფში;
  • ფეხის წყლული, რომელიც არ შუშდება;
  • ფეხზე კანი იცვლის ფერს;
  • ფეხზე თმის ცვენა ან თმის ნელი ზრდა;
  • ფეხის ფრჩხილები ნელა იზრდება;
  • თითქოს ფეხზე კანი კაშკაშებს (პრიალა კანი);
  • ფეხში ვერ გრძნობთ პულსს ან არის სუსტი პულსი;
  • მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია;
  • წერის, ქსოვის ან სხვა საქმიანობის დროს მკლავის დატვირთვისას ტკივილი.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ფეხის ტკივილი, დაბუჟება და არ ჩათვალოთ ეს თუ სხვა სიმპტომები ასაკის მატების ნორმალურ ნაწილად.

იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გაწუხებთ პერიფერიული არტერიების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ქვედა კიდურების ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი უნდა გადაამოწმოთ რეგულარულად.

სკრინინგი მოწოდებულია თუ:

  • ხართ 65 წელს გადაცილებული;
  • ხართ 50 წელს გადაცილებული და გაქვთ დიაბეტი ან ეწევით, ეწეოდით;
  • ხართ 50 წლამდე ასაკის და გაქვთ დიაბეტი, გაწუხებთ სიმსუქნე ან მაღალი არტერიული წნევა.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/peripheral-artery-disease/symptoms-causes/syc-20350557