ოსტეოართრიტი - სახსრის ტკივილი, გაშეშება, შეშუპება, მოძრაობის დროს ტკაცუნის ხმა

ოსტეოართრიტი - სახსრის ტკივილი, გაშეშება, შეშუპება, მოძრაობის დროს ტკაცუნის ხმა

რა არის ოსტეოართრიტი?

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ამ დიაგნოზით მსოფლიოში მილიონობით პაციენტი ავადობს.

ოსტეოართრიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ძვლებს შორის მდებარე დამცავი ხრტილი დროთა განმავლობაში ცვდება.

დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს ნებისმიერი სახსარი, თუმცა როგორც წესი, ზარალდება ხელის, მუხლის, ბარძაყისა და ხერხემლის სახსრები.

ართრიტის ამ ფორმის სიმპტომების მართვა შესაძლებელია, თუმცა პათოლოგიური პროცესის გამო დაზიანებული სახსრის აღდგენა შეუძლებელია.

სახსრის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, ტკივილის შესამსუბუქებლად და დაავადების პროგრესირების შესანელებლად მოწოდებულია იყოთ ფიზიკურად აქტიური, შეინარჩუნოთ ჯანსაღი, ნორმალური წონა, გაითვალისწინოთ მკურნალობის კურსი, დაიცვათ მკურნალი ექიმის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია.

სიმპტომები

ოსტეოართრიტის სიმპტომები ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში მწვავდება.

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • მოძრაობის დროს ან შემდეგ დაზიანებული სახსრის ტკივილი;
  • გაღვიძების ან უმოძრაობის (არააქტიური) შემდეგ სახსრის გაშეშება;
  • სახსრის მოძრაობა შეზღუდულია;
  • სახსრის დატვირთვისას შესაძლოა გაიგოთ გატკაცუნების ხმა;
  • შეშუპება.

საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • სქესი (მიზეზი უცნობია, თუმცა ქალები უფრო ხშირად ავადობენ);
  • სიმსუქნე;
  • სახსრის დაზიანება;
  • სახსარზე ხშირი სტრესი (დატვირთვა);
  • გენეტიკა;
  • ძვლის დეფორმაციები;
  • ზოგიერთი მეტაბოლური დაავადება (დიაბეტი, ჰემოქრომატოზი).

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteoarthritis/symptoms-causes/syc-20351925