განგლიური კისტა - ხელში არასიმსივნური კვანძების გამომწვევი მიზეზი

განგლიური კისტა - ხელში არასიმსივნური კვანძების გამომწვევი მიზეზი

რა არის განგლიური კისტა?

განგლიური კისტა არასიმსივნური კვანძებია, რომელიც ძირითადად ყალიბდება ხელის ან მაჯის მყესებისა თუ სახსრების გასწვრივ.

როგორც წესი, განგლიური კისტა ხშირია ზედა კიდურებში, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჩნდება ტერფისა და კოჭის არეშიც.

ფორმის მიხედვით, განგლიური კისტა მრგვალი ან ოვალურია და მასა ჟელისებური სითხისგან შედგება.

თუ კისტა პაციენტს პრობლემას, დისკომფორტს უქმნის, რეკომენდებულია დრენირება. კისტის ამოკვეთა შესაძლებელია ქირურგიული მეთოდითაც. თუ განგლიური კისტა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პიროვნება არაფერს უჩივის, მკურნალობა საჭირო არაა. ბევრ კლინიკურ შემთხვევაში სპეციფიკური ჩარევის საჭიროება არ დგება, რადგან კისტა თავისით იკურნება, ქრება.

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ:

  • მდებარეობაზე;
  • ფორმასა და ზომაზე;
  • რაც შეეხება ტკივილს - განგლიური კისტა, როგორც წესი, უმტკივნეულო მიმდინარეობით ხასიათდება, ადამიანს არაფერი აწუხებს. თუმცა თუ კისტა ნერვს აწვება პაციენტი უჩივის ტკივილს, კუნთების სისუსტეს ან დაბუჟებას.

გამომწვევი მიზეზი

განგლიური კისტის განვითარების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • სქესი და ასაკი. განგლიური კისტა ნებისმიერ ასაკში ვითარდება, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 20-დან 40 წლამდე ასაკში. როგორც წესი, ქალები უფრო ხშირად ავადობენ;
  • ოსტეოართრიტით დაავადებული პირები;
  • საყურადღებოა სახსრის ან მყესის არეში ტრავმა.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ganglion-cyst/symptoms-causes/syc-20351156