ბურსიტი - მოძრაობის დროს უჩივით ტკივილს ან სახსარი შეშუპებული და წითელია?

ბურსიტი - მოძრაობის დროს უჩივით ტკივილს ან სახსარი შეშუპებული და წითელია?

რა არის ბურსიტი?

ბურსიტი მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც ვნებს მცირე ზომის, სითხით სავსე სასახსრე ჩანთებს.

ბურსიტი ყველაზე ხშირად ვლინდება მხრის, იდაყვისა და ბარძაყის არეში. ბურსიტი შესაძლოა გამოვლინდეს მუხლის, ქუსლის, დიდი თითის მიდამოში.

როგორც წესი, მდგომარეობა ყალიბდება სახსრებთან ახლოს, ანუ იმ არეში, სადაც ხშირი, განმეორებადი მოძრაობები სრულდება.

მკურნალობისთვის აუცილებელია დაზიანებული სახსრის დასვენება და ტრავმისგან თავის არიდება. სათანადო მკურნალობის შედეგად ბურსიტი რამდენიმე კვირაში იკურნება, თუმცა სავსებით მოსალოდნელია ხელახლა ისევ განვითარდეს.

ბურსიტის დიაგნოზის დროს დაზიანებულ სახსარში ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი ან დაჭიმულობა, გაშეშება;
  • მოძრაობის ან ზეწოლის ფონზე ტკივილის გამწვავება;
  • სიწითლე და შეშუპება.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • სახსრის ტკივილის გამო შეზღუდული ხართ, დაქვეითებულია ჩვეული ცხოვრების რიტმი;
  • უეცრად, სრულიად მოულოდნელად ვეღარ ამოძრავებთ სახსარს;
  • დაზიანებულ არეში ძლიერი შეშუპება, სიწითლე ან გამონაყარი;
  • ვარჯიშის, ფიზიკური აქტივობის შემდეგ გრძნობთ ბასრ ან გამჭოლ ტკივილს;
  • სიცხე.

გამომწვევი მიზეზი

ბურსიტის ყველაზე ხშირი მიზეზი განმეორებითი მოძრაობები ან ისეთი პოზაა, რომელიც აღიზიანებს სახსრის გარშემო მდებარე სასახსრე ჩანთას.

მაგალითად:

  • ბეისბოლის ბურთის სროლა ან თავს ზემოთ რაიმე ნივთის/საგნის (სიმძიმის) რეგულარულად აწევა;
  • იდაყვზე ხანგრძლივი დროით დაყრდნობა;
  • მუხლზე დიდხანს დგომა (მაგალითად, იატაკის ხეხვისას ან ხალიჩის გასუფთავების დროს და სხვა).

სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • დაზიანებულ არეში ტრავმა ან დაზიანება;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ინფექცია;
  • პოდაგრა.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bursitis/symptoms-causes/syc-20353242