რატომ გვტკივა ფეხი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

რატომ გვტკივა ფეხი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ფეხის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.

ზოგჯერ ტკივილის მიზეზი ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაა და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დისკომფორტის მიზეზი გაცილებით სერიოზული დაავადებაა.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • მყესის ქსოვილის დისტროფია;
  • ტრავმა/დაზიანება;
  • ძვლის კიბო;
  • ფეხის მოტეხილობა;
  • სახსრის ანთება;
  • კოჭლობა;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • პოდაგრა;
  • მალთაშუა დისკის თიაქარი;
  • ინფექცია;
  • კუნთის დაჭიმულობა;
  • ოსტეოართრიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • პერიფერიული არტერიების დაავადება;
  • ფსორიაზული ართრიტი;
  • რეაქტიული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • წელ-გავის რადიკულიტი;
  • სეპტიკური ართრიტი;
  • სპინალური სტენოზი;
  • ფეხის დაჭიმულობა;
  • სტრესული მოტეხილობა;
  • ქვედა კიდურში სისხლის შედედება;
  • ვარიკოზული ვენები;
  • მენისკის დაზიანება და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან პაციენტი გადაიყვანეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში თუ:

  • ფეხზე მიიღეთ ტრავმა და ხედავთ ღრმა ჭრილობას;
  • ვერ მოძრაობთ, გიჭირთ სიარული ან ფეხზე ვერ ატანთ ძალას;
  • ქვედა კიდურის ტკივილი, სიწითლე, სიმხურვალე, შეშუპება.

როგორც კი შეძლებთ (დროულად) გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ:

  • გაქვთ ინფექციის ნიშნები;
  • ფეხი შეშუპებული, ფერმკრთალი ან უჩვეულოდ ცივია;
  • ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ გაწუხებთ ტკივილი;
  • ორივე ფეხზე შეშუპებას თან ახლავს სუნთქვის პრობლემები;
  • ნებისმიერი ტკივილი ფეხის არეში, რომელიც გამოვლინდა სრულიად მოულოდნელად და ვერაფერს უკავშირებთ.

რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს თუ:

  • გაწუხებთ ტკივილი სიარულის დროს ან სიარულის შემდეგ;
  • ორივე ფეხზე შენიშნეთ შეშუპება/შესიება;
  • ტკივილი მწვავდება;
  • თვითმკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ უმჯობესდება, სიმპტომები არ მსუბუქდება;
  • მტკივნეული ვარიკოზული ვენები გაქვთ.

მსუბუქი ტკივილის დროს რეკომენდებულია მკურნალობა სახლის პირობებში და გირჩევთ:

  • დაასვენეთ ფეხები შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ მოძრაობას, დაისვენეთ;
  • დღეში სამჯერ 15 ან 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ ყინული დაზიანებულ არეზე;
  • მნიშვნელობა არ აქვს პაციენტი ზის თუ ლოგინში წევს, ფეხები მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/leg-pain/basics/definition/sym-20050784