ფეხის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.
ზოგჯერ ტკივილის მიზეზი ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაა და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დისკომფორტის მიზეზი გაცილებით სერიოზული დაავადებაა.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- მყესის ქსოვილის დისტროფია;
- ტრავმა/დაზიანება;
- ძვლის კიბო;
- ფეხის მოტეხილობა;
- სახსრის ანთება;
- კოჭლობა;
- ღრმა ვენების თრომბოზი;
- პოდაგრა;
- მალთაშუა დისკის თიაქარი;
- ინფექცია;
- კუნთის დაჭიმულობა;
- ოსტეოართრიტი;
- ოსტეომიელიტი;
- პერიფერიული არტერიების დაავადება;
- ფსორიაზული ართრიტი;
- რეაქტიული ართრიტი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- წელ-გავის რადიკულიტი;
- სეპტიკური ართრიტი;
- სპინალური სტენოზი;
- ფეხის დაჭიმულობა;
- სტრესული მოტეხილობა;
- ქვედა კიდურში სისხლის შედედება;
- ვარიკოზული ვენები;
- მენისკის დაზიანება და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან პაციენტი გადაიყვანეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში თუ:
- ფეხზე მიიღეთ ტრავმა და ხედავთ ღრმა ჭრილობას;
- ვერ მოძრაობთ, გიჭირთ სიარული ან ფეხზე ვერ ატანთ ძალას;
- ქვედა კიდურის ტკივილი, სიწითლე, სიმხურვალე, შეშუპება.
როგორც კი შეძლებთ (დროულად) გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ:
- გაქვთ ინფექციის ნიშნები;
- ფეხი შეშუპებული, ფერმკრთალი ან უჩვეულოდ ცივია;
- ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ გაწუხებთ ტკივილი;
- ორივე ფეხზე შეშუპებას თან ახლავს სუნთქვის პრობლემები;
- ნებისმიერი ტკივილი ფეხის არეში, რომელიც გამოვლინდა სრულიად მოულოდნელად და ვერაფერს უკავშირებთ.
რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს თუ:
- გაწუხებთ ტკივილი სიარულის დროს ან სიარულის შემდეგ;
- ორივე ფეხზე შენიშნეთ შეშუპება/შესიება;
- ტკივილი მწვავდება;
- თვითმკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ უმჯობესდება, სიმპტომები არ მსუბუქდება;
- მტკივნეული ვარიკოზული ვენები გაქვთ.
მსუბუქი ტკივილის დროს რეკომენდებულია მკურნალობა სახლის პირობებში და გირჩევთ:
- დაასვენეთ ფეხები შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ მოძრაობას, დაისვენეთ;
- დღეში სამჯერ 15 ან 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ ყინული დაზიანებულ არეზე;
- მნიშვნელობა არ აქვს პაციენტი ზის თუ ლოგინში წევს, ფეხები მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/leg-pain/basics/definition/sym-20050784