მთლიანი სხეულის სისხლძარღვების ანთება

მთლიანი სხეულის სისხლძარღვების ანთება

რომელი დაავადება იწვევს ამ მდგომარეობას?

ბეჰჩეტის დაავადება (ასევე ცნობილია როგორც ბეჰჩეტის სინდრომი) იშვიათი პათოლოგიაა, რომელიც იწვევს ორგანიზმში არსებული სისხლძარღვების ანთებას.

სინდრომის დროს ვლინდება რიგი სიმპტომები, თუმცა ადრეულ ეტაპზე პაციენტს სიმპტომატიკის შემჩნევა უჭირს.

დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება სპეციფიკური მედიკამენტები - მედიკამენტური თერაპიის მთავარი მიზანი მკვეთრად გამოხატული სიმპტომების შემსუბუქებაა.

აუცილებელია დროული და ადეკვატური მკურნალობა, რადგან დაავადება შესაძლოა გართულდეს და პაციენტმა დაკარგოს მხედველობა.

ბეჰჩეტის დაავადების სიმპტომები ყველა პაციენტში ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში ნიშნები პროგრესირდება, მწვავდება.

სიმპტომებიც განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ სინდრომმა სხეულის რომელი არე დააზიანა.

ბეჰჩეტის დაავადების დროს, როგორც წესი, ზარალდება შემდეგი არე:

  • პირის ღრუ;
  • კანი;
  • გენიტალიები;
  • თვალები;
  • სახსრები;
  • სისხლძარღვები;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა;
  • თავის ტვინი.

გამომწვევი მიზეზი

მეცნიერთა აზრით, ბეჰჩეტის დაავადება შესაძლოა ავტოიმუნური დარღვევა იყოს, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ, ჯანსაღ ქსოვილებს ვნებდეს.

გამომწვევი მიზეზია როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.

რამდენიმე გენი დაკავშირებულია სინდრომთან და სწორედ ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ვირუსის ან ბაქტერიის ზემოქმედების დროს ეს გენი დაავადების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/behcets-disease/symptoms-causes/syc-20351326