ინფექცია, რომელიც ცხოველიდან ადამიანის ორგანიზმში ვრცელდება

ინფექცია, რომელიც ცხოველიდან ადამიანის ორგანიზმში ვრცელდება

რა არის ბრუცელოზი?

ბრუცელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანში ვრცელდება.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაინფიცირების მიზეზია უმი ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტების მიღება. ზოგჯერ კი ბრუცელოზი გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით ან ინფიცირებულ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.

როგორც წესი, ინფექციის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკოთერაპია შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე კვირის ან თუნდაც თვის განმავლობაში - ინფექციით ხელახლა ავადობისგან არავინაა დაზღვეული.

ბრუცელოზისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • სიცხე;
  • კანკალი;
  • უმადობა, მადის დაქვეითება;
  • ოფლიანობა;
  • დაღლილობა;
  • სახსრების, კუნთებისა და ზურგის ტკივილი;
  • თავის ტკივილი.

ბრუცელოზით ინფიცირდებიან როგორც შინაური, ისე გარეული ცხოველები, მათ შორის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ცხვარი, ღორი, ძაღლი (ნადირობის პროცესში ჩართული ძაღლები), ირემი, აქლემი და სხვა.

როგორც წესი, ბრუცელოზი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ინფექცია გავრცელდა ორსულიდან ახალშობილში მშობიარობის დროს ან ძუძუთი კვებისას - მსგავსი კლინიკური შემთხვევები ძალიან იშვიათია.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/brucellosis/symptoms-causes/syc-20351738