გიყვართ მარწყვი?
ეს გემრიელი ხილი ბევრ ადამიანს უყვარს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.
იგი მდიდარია C ვიტამინით, შესაბამისად, სასარგებლოა თქვენი იმუნური სისტემისთვის. ძლიერი ანტიოქსიდანტის მეშვეობით საშუალება გეძლევათ გაიძლიეროთ იმუნიტეტი.
ოფთალმოლოგების აზრით, მარწყვი დადებითად აისახება მხედველობაზე.
ამ გემრიელი ხილის ნაერთი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის გამომუშავების პროცესი ფერხდება, რისი საბოლოო შედეგიც კანის ნაადრევი დაბერებაა.
მარწყვი შედგება ფლავონოიდებისგან, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის აუცილებელია - ფლავონოიდები მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადების განვითარების რისკს.
მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ფიტოქიმიკალებით. ანტიოქსიდანტები და ფიტოქიმიკალები ამცირებს სახსრების ანთების ჩამოყალიბების რისკს. სახსრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან შესაძლოა განვითარდეს ართრიტი.
მარწყვი მდიდარია კალიუმითაც, რომელიც ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სასარგებლო მინერალია.
კალიუმი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, გვიცავს კუნთის მასის განლევისგან, აუცილებელია ძვლისთვის, უჯრედებს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.
ეს მინერალი ორგანიზმში სითხის ბალანსს არეგულირებს, აკონტროლებს გულისა და სხვა კუნთების ელექტრული აქტივობის პროცესს. როცა ორგანიზმში კალიუმის დონე დაბალია, მნიშვნელოვნად იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ასევე მაღალი არტერიული წნევის ჩამოყალიბების რისკი.
მარწყვი ორგანიზმს საკვები ბოჭკოთი ამარაგებს.
საკვები ბოჭკო (ცნობილია როგორც უჯრედისი), ფაქტობრივად, ორგანიზმის გამწმენდია. ბოჭკო ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, გვიცავს კუჭის შეკრულობისგან და ბუასილისგან - მარწყვი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლო პროდუქტია.
წყარო:
https://www.besthealthmag.ca/list/strawberry-health-benefits/