ლიმფედემა - რატომ გვიშუპდება კიდურები?

ლიმფედემა - რატომ გვიშუპდება კიდურები?

რა არის ლიმფედემა?

ლიმფედემა მკლავების ან ფეხების, ან ორივეს (როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურები) ერთად შეშუპებაა.

ლიმფედემას, როგორც წესი, იწვევს კიბოს მკურნალობის დროს განვითარებული პროცესი, კერძოდ, ლიმფური კვანძების ამოღება ან ლიმფური კვანძების დაზიანება.

ამ დროისთვის ლიმფედემას განკურნება შეუძლებელია, თუმცა პათოლოგიის მართვა ადრეული დიაგნოსტირებითა და დაზიანებული კიდურის სათანადოდ მოვლით შესაძლებელია.

ლიმფედემას დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • შეშუპება მთლიანად კიდურში ან კიდურის ერთ არეში, მაგალითად, თითებზე;
  • სიმძიმის, დაჭიმულობის შეგრძნება;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ტკივილი ან დისკომფორტი;
  • განმეორებადი ინფექციები;
  • ფიბროზი (კანის გამაგრება და გასქელება).

ლიმფედემა შესაძლოა იყოს პირველადი და მეორეული.

მეორეული ლიმფედემას გამომწვევი მიზეზია:

  • ქირურგიული ოპერაცია (ლიმფური კვანძების და ლიმფური სისხლძარღვების დაზიანება ან ამოღება);
  • სხივური თერაპია. სხივური თერაპიის გამო ლიმფური კვანძები ან ლიმფური სისხლძარღვები შესაძლოა ანთებითი გახდეს, ან დანაწიბურდეს;
  • კიბო;
  • ინფექცია.

საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • ანამნეზში რევმატოიდული ართრიტით ან ფსორიაზული ართრიტით ავადობა.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lymphedema/symptoms-causes/syc-20374682