რას ნიშნავს ორმაგი საშვილოსნო?
ორმაგი საშვილოსნო იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგიაა.
მდედრობითი სქესის ნაყოფის განვითარებისას საშვილოსნო ყალიბდება 2 პატარა მილით. ნაყოფის განვითარებასთან ერთად ეს 2 მილი ერთმანეთს უერთდება და ერთი მთლიანი ორგანო, საშვილოსნო, წარმოიქმნება.
თუმცა ზოგიერთი ორსულობის დროს, ნაყოფის ორგანიზმში ეს მილები სრულყოფილად, სათანადოდ არ ერთიანდება, მაგალითად, ერთი მილი ცალკეულ სტრუქტურაში ყალიბდება. ორმაგ საშვილოსნოს შესაძლოა ჰქონდეს ერთი ყელი ვაგინაში ან ყოველ საშვილოსნოს ღრუს თავისი ყელი გააჩნდეს.
ორმაგი საშვილოსნოს მიუხედავად ხშირად წარმატებით მიმდინარეობს ორსულობა, თუმცა ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად ზრდის მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის რისკს.
სიმპტომები
შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ორმაგი საშვილოსნოს დროს სიმპტომები არ ვლინდება.
როგორც წესი, ქალი დიაგნოზის შესახებ იგებს მენჯის ღრუს რეგულარული გამოკვლევის ან ორსულობის მოშლის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევების დროს.
ზოგიერთ ქალს ორმაგ საშვილოსნოსთან ერთად ორმაგი ვაგინა აქვს. მენსტრუაციის დროს ტამპონით სისხლი არ ჩერდება, რადგან ქალი ტამპონს ერთ ვაგინაში ათავსებს, თუმცა სისხლი მეორე საშვილოსნოდან და ვაგინიდან იღვრება.
თუ თქვენთვის ნაცნობია ეს სიმპტომები აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.
გამომწვევი მიზეზი
თანამედროვე მედიცინისთვის ორმაგი საშვილოსნოს გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. გინეკოლოგების განმარტებით, სავარაუდოდ, დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
ორმაგი საშვილოსნოს დიაგნოზის დროსაც კი ბევრ ქალს აქვს ნორმალური ინტიმური კავშირი, ორსულობა და მშობიარობა. თუმცა ზოგჯერ პათოლოგიის გამო ვლინდება რიგი პრობლემები.
ორმაგმა საშვილოსნომ შესაძლოა გამოიწვიოს:
- უნაყოფობა;
- მუცლის მოშლა;
- ნაადრევი მშობიარობა;
- თირკმლის პათოლოგიები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/double-uterus/symptoms-causes/syc-20352261