დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია.
ზაფხული ბევრი ადამიანის საყვარელი სეზონია, თუმცა წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს - ქვეწარმავლებს უნდა მოვერიდოთ.
სასურველია იცოდეთ რეკომენდაციის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულს პირველადი დახმარება დროულად აღმოუჩინოთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს ახლომდებარე კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყოველი წუთი გადამწყვეტია.
გველის ნაკბენის დროს პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება - პაციენტი კლინიკაში უნდა გადაიყვანოთ.
პირველადი დახმარება
რეკომენდებულია:
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
- რთულია, თუმცა მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აუცილებელია ერთ ადგილზე გაჩერდეთ, ნუ იმოძრავებთ (ამ გზით შხამი ორგანიზმში გაცილებით ნელა გავრცელდება);
- ვიდრე შეშუპება/შესიება განვითარდება მოიხსენით სამკაული და მოიცილეთ ტანზე მჭიდროდ მოტკეცილი სამოსი;
- ჭრილობა საპნითა და წყლით ჩამოიბანეთ, დაიდეთ სუფთა და მშრალი ქსოვილი (უბრალოდ დაიფინეთ და არ გადაიჭიროთ);
- მიიღეთ ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებები. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი.
დაუშვებელია:
- ნაკბენზე ყინულის ან ლახტის დადება;
- ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა ან შხამის გამოდევნის მიზნით ჭრილობის გაკვეთა;
- ნაკბენი არეს მოწვა;
- ნაკბენის იოდით, ბრილიანტის მწვანით თუ სპირტით (ნებისმიერი ასეპტიკური ნივთიერება) დამუშავება;
- არ დალიოთ სპირტიანი ან კოფეინის შემცველი სასმელი.
გაითვალისწინეთ, განსაკუთრებით საშიშია გველის ნაკბენი კისერსა და სახეზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/first-aid/first-aid-snake-bites/basics/art-20056681