რა არის პროქტიტი?
პროქტიტი სწორი ნაწლავის ამომფენის ანთებაა.
პროქტიტის სიმპტომები შესაძლოა დროებითი იყოს ან დაავადებამ ქრონიკული სახე მიიღოს.
ეს პათოლოგიური პროცესი ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის დაავადების მქონე პაციენტებში. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები პათოლოგიის კიდევ ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია. პროქტიტი სავსებით შესაძლებელია იყოს სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტი - სხივური თერაპია, ანუ რადიოთერაპია ინიშნება ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ.
პროქტიტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- კუჭში გასვლის ხშირი ან მუდმივი სურვილი;
- რექტალური სისხლდენა;
- სწორი ნაწლავიდან ლორწოს გამოყოფა;
- ტკივილი მუცლის ღრუს მარცხენა მხარეს;
- სწორ ნაწლავში სისავსის შეგრძნება;
- დიარეა;
- ტკივილი კუჭის მოქმედების დროს.
ზოგიერთი დაავადება და მდგომარეობა რექტალური ქსოვილის ანთებას იწვევს.
ეს პათოლოგიებია:
- ნაწლავის ანთებითი დაავადება;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- სხივური თერაპია (რადიოთერაპია);
- ანტიბიოტიკები;
- საკვების ცილით გამოწვეული პროქტიტი;
- ეოზინოფილური პროქტიტი.
იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობაზე უარს ამბობენ ან პათოლოგიური პროცესი მკურნალობის კურსს არ ექვემდებარება, რიგი გართულებების განვითარების რისკი იზრდება. გართულება შესაძლოა იყოს ანემია, წყლული, ფისტულა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/proctitis/symptoms-causes/syc-20376933