რა არის კიფოზი?
კიფოზი ზურგის სიმრუდე, ძლიერი მოხრილობაა. მეტისმეტად მკვეთრი კიფოზი კუზს ქმნის. დაავადების დროს გამრუდებულია ხერხემლის ზედა მიდამო. პათოლოგიის აქტიური განვითარების დროს ადამიანის სილუეტი კითხვის ნიშნის ფორმას იღებს.
კიფოზი ყალიბდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულ ქალბატონებში.
მსუბუქი ფორმით გამოხატული კიფოზი სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს, თუმცა მწვავე ტიპის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს, მოხრილობის გამო დისკომფორტს.
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ხერხემლის გამრუდების გამომწვევ მიზეზზე.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- მოტეხილობა;
- ოსტეოპოროზი;
- დისკის დისტროფია;
- შეუერმანის დაავადება (შეუერმანის კიფოზი);
- თანდაყოლილი დეფექტი;
- შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზოგიერთ სინდრომთან (ელერს დანლოსის სინდრომი და მარფანის სინდრომი);
- კიბო და კიბოს მკურნალობის მეთოდები.
როგორც უკვე მოგახსენეთ, კიფოზის გამო პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ზურგის ტკივილს, თუმცა ასევე ხშირად ვლინდება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც - მწვავე ფორმის დროს წნევა აწვება ფილტვებს.
კიფოზის დროს დაქვეითებულია ცხოვრების ხარისხი, შეზღუდულია ფიზიკური აქტივობის დონე. დასუსტებული ზურგის კუნთების გამო ადამიანს უჭირს სიარული და ზოგჯერ დისკომფორტი ვლინდება წოლის დროსაც კი.
კიფოზის კიდევ ერთი გართულება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაქვეითებაა.
კიფოზით დაავადებული პაციენტი შესაძლოა უხერხულობას გრძნობდეს ვიზუალის გამო, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური იზოლაციის განვითარების რისკი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/kyphosis/symptoms-causes/syc-20374205