გინგივიტი - რა სიმპტომებით ვლინდება ღრძილების დაავადება?

გინგივიტი - რა სიმპტომებით ვლინდება ღრძილების დაავადება?

რა არის გინგივიტი?

გინგივიტი არის ღრძილების დაავადების გავრცელებული და მსუბუქი ფორმა, რომლის გამოც ღრძილები გაღიზიანებული, შეწითლებული და შესიებული, ანთებითია.

გინგივიტს სერიოზულად უნდა შეხედოთ და სტომატოლოგთან ვიზიტი არ გადადოთ, რადგან პროცესი შესაძლოა გამწვავდეს - გართულებულ კლინიკურ შემთხვევებში მოსალოდნელია გამოვლინდეს პერიოდონტიტი და დაკარგოთ კბილი.

გინგივიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი პირის ღრუს ცუდი ჰიგიენაა.

გინგივიტის სიმპტომებია:

  • შესიებული, შეშუპებული ღრძილები;
  • მუქი წითელი შეფერილობის ღრძილები;
  • კბილების გამოხეხვისას ღრძილიდან სისხლდენა;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • ღრძილების განლევა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გინგივიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი პირის ღრუს ცუდი ჰიგიენაა. ასევე საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:

  • თამბაქო;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • პირის ღრუს სიმშრალე;
  • ცუდი კვება, ანუ რაციონში C ვიტამინის დეფიციტი;
  • სხვა დაავადება, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსი;
  • გენეტიკა;
  • ვირუსული და სოკოვანი ინფექცია.

მკურნალობის კურსი ამსუბუქებს გინგივიტის სიმპტომებს და გიცავთ დაავადების პროგრესირებისგან.

პირველ რიგში საჭიროა დაიცვათ პირადი ჰიგიენა და თუ თამბაქოს ეწევით, სასწრაფოდ თქვათ უარი მოწევაზე.

გინგივიტის მკურნალობისას ინიშნება კბილების პროფესიონალური გაწმენდის პროცედურა და საჭიროების შემთხვევაში კბილის რესტავრაცია.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gingivitis/symptoms-causes/syc-20354453