რა არის სარკომა?
სარკომა კიბოს ფორმაა, რომელიც ყალიბდება ორგანიზმის სხვადასხვა უბანში.
სარკომა ზოგადი ტერმინია, რომელიც ჯგუფში მოიცავს ძვლებსა და რბილ ქსოვილებში აღმოცენებულ სიმსივნეებს.
როგორც ონკოლოგები განმარტავენ, არსებობს 70-ზე მეტი ტიპის სარკომა.
სარკომის ტიპებია:
- ანგიოსარკომა;
- ქონდროსარკომა;
- დერმატოფიბროსარკომა;
- ეპითელოიდური სარკომა;
- გასტროინტესტინალური სტრომის სიმსივნე;
- რბილი ქსოვილების სარკომა;
- ლეიომიოსარკომა;
- ლიპოსარკომა;
- ოსტეოსარკომა;
- სინოვიალური სარკომა;
- არადიფერენცირებული პლეომორფული სარკომა და სხვა.
სიმპტომები
სარკომისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
- გამობერილობა, რომელიც შეგიძლიათ იგრძნოთ კანში და რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს მტკივნეული;
- ძვლის ტკივილი;
- მოულოდნელად მოტეხილი ძვალი - პაციენტმა ძვალი შეიძლება მოიტეხოს მსუბუქი ტრავმის დროსაც კი;
- მუცლის ტკივილი;
- წონის კლება.
დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
სარკომას განვითარების რისკი იზრდება შემდეგი მიზეზების გამო:
- მემკვიდრული სინდრომი;
- სხივური თერაპია;
- ლიმფედემა;
- ინდუსტრიული ქიმიური ნივთიერებები და ჰერბიციდები;
- ვირუსები.
დიაგნოზი
დიაგნოსტირებისთვის ფიზიკურ შეფასებასთან ერთად ინიშნება:
- რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ კატე) - გამოკვლევის რომელი ტიპია ეფექტური? ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად (ინდივიდუალურად) ნიშნავს ექიმი;
- ბიოფსია.
როდესაც დადასტურდება დიაგნოზი, ონკოლოგი დამატებითი კვლევებით დაადგენს ხომ არ გავრცელდა სარკომა სხეულის სხვა არეში.
მკურნალობა
სარკომას მკურნალობისთვის, როგორც წესი, მოწოდებულია ქირურგიული ჩარევა.
მკურნალობის სხვა მეთოდები შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია სარკომის ტიპზე, მის მდებარეობაზე, რამდენად აგრესიულია კიბოს უჯრედები, დაავადება მეტასტაზირებულია თუ არა ორგანიზმის სხვა უბანში.
სარკომას მკურნალობენ შემდეგი მეთოდებით:
- ქირურგიული ოპერაცია;
- სხივური თერაპია (რადიოთერაპია);
- ქიმიოთერაპია;
- მიზნობრივი (თარგეთული) თერაპია;
- იმუნოთერაპია;
- ლაზერული (აბლაციური) თერაპია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sarcoma/symptoms-causes/syc-20351048