არტერიოსკლეროზი და ათეროსკლეროზი

არტერიოსკლეროზი და ათეროსკლეროზი

რა განსხვავებაა არტერიოსკლეროზსა და ათეროსკლეროზს შორის?

არტერიოსკლეროზი და ათეროსკლეროზი ზოგჯერ ერთი და იგივე დაავადების განსამარტად გამოიყენება, თუმცა რეალურად ამ ორ ტერმინს შორის განსხვავებაა.

რა არის არტერიოსკლეროზი?

არტერიოსკლეროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ის სისხლძარღვი, რომელსაც გულიდან სხეულის დანარჩენი არტერიებისკენ ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები გადააქვს, სქელდება და კარგავს ელასტიკურობას.

რა არის ათეროსკლეროზი?

ათეროსკლეროზი არტერიოსკლეროზის სპეციფიკური ტიპია.

ათეროსკლეროზი არტერიის კედლებში ცხიმების, ქოლესტერინისა და სხვა ნივთიერებების ნადები, ათეროსკლეროზული ფოლაქია. ამ ფოლაქის გამო არტერია ვიწროვდება და ზღუდავს სისხლის სათანადოდ განვლადობას. ფოლაქი შეიძლება გასკდეს და სისხლის შედედება, თრომბი წარმოიქმნას.

სიმპტომები

ათეროსკლეროზის მსუბუქი ფორმა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ათეროსკლეროზის სიმპტომები განსხვავებულია და სიმპტომატიკა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი არტერია დაზიანდა. მაგალითად:

  • ათეროსკლეროზი გულის არტერიაში: გულმკერდის ტკივილი ან ზეწოლა, წნევა გულმკერდის არეში;
  • ათეროსკლეროზი ტვინის არტერიებში: მეტყველების გაძნელება, სისუსტე ან უეცარი დაბუჟება ხელებსა და ფეხებში, მხედველობის დროებითი დაკარგვა, სახის კუნთების მოშვება;
  • ათეროსკლეროზი ხელის ან ფეხის არტერიებში: კოჭლობა, ან დაზიანებულ კიდურში არტერიული წნევის დაქვეითება;
  • ათეროსკლეროზი თირკმლის არტერიაში: მაღალი არტერიული წნევა ან თირკმლის უკმარისობა.

გამომწვევი მიზეზი

ათეროსკლეროზი ნელა პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში.

პათოლოგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადება, სავარაუდოდ, იწყება არტერიის კედლის შიდა შრის დაზიანებით.

დაზიანების, ტრავმის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • მაღალი ტრიგლიცერიდები;
  • თამბაქო;
  • ინსულინის რეზისტენტობა, დიაბეტი ან სიმსუქნე;
  • ართრიტით, ფსორიაზით, გაღიზიანებული ნაწლავის დაავადებით, მჭამელათი ან უცნობი მიზეზით მიმდინარე ანთება.

ათეროსკლეროზის პრევენციის ეფექტური მეთოდი ჯანსაღი ცხოვრების წესია.

რეკომენდებულია:

  • უარი თქვით თამბაქოზე;
  • იკვებეთ ჯანსაღად;
  • ივარჯიშეთ რეგულარულად;
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილო;
  • გაიზომეთ სისხლის წნევა;
  • აკონტროლეთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/arteriosclerosis-atherosclerosis/symptoms-causes/syc-20350569