რა არის გარეგანი კომპრესიული თავის ტკივილი?
გარეგანი კომპრესიული თავის ტკივილი წარმოადგენს ტკივილს, რომელიც ჩნდება იმ ნებისმიერი ნივთის გამო, რაც სკალპსა და შუბლზე მუდმივი წნევის, ზეწოლის განვითარების მიზეზი ხდება.
ამ ტიპის თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუდი, თავსამკაული, ჩაფხუტი, დამცავი სათვალე და სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტი.
მკურნალობა მარტივი და ეფექტურია - თავიდან მოიცილეთ დისკომფორტის გამომწვევი ნივთი, შვებას მალევე იგრძნობთ.
ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია საშუალო სიმძიმის ტკივილი, მუდმივი წნევის/ზეწოლის შეგრძნება.
როგორც წესი, ტკივილი ჩნდება იმ არეში, რომელსაც ქუდი თუ სხვა ნივთი მოიცავს. რაც უფრო დიდხანს ატარებთ დისკომფორტის გამომწვევ ატრიბუტს, ტკივილი მით უფრო გაძლიერდება.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ქუდის მოხსნის შემდეგაც არ გაივლის ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს - ამ კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია დადგინდეს ტკივილის ტიპი და გამომწვევი მიზეზი.
გახსოვდეთ, თავის არეში ხანგრძლივი ზეწოლის გამო მნიშვნელოვნად იზრდება შაკიკის რისკი და განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც უკვე აქვთ შაკიკის დიაგნოზი.
გარეგანი კომპრესიული თავის ტკივილისგან არავინაა დაზღვეული; გარეგანი კომპრესიული თავის ტკივილი შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერ იმ პირს, რომელიც ატარებს თავსაბურავს (თავის აქსესუარს).
წყარო: