კორონავირუსით ინფიცირებულია 1 210 956 ადამიანი

კორონავირუსით ინფიცირებულია 1 210 956 ადამიანი

როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 6 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 77 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 810 ადამიანი.

ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 126 და დაიღუპა 23, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 33 932 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 063 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 012 და დაიღუპა 42 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 054 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 182 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 36 878 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 493 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 198 ადამიანი და დაიღუპა 7.

კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 210 956 პაციენტს შეადგენს.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200406-sitrep-77-covid-19.pdf?sfvrsn=21d1e632_2