როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 6 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 77 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 810 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 126 და დაიღუპა 23, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 33 932 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 063 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 012 და დაიღუპა 42 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 054 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 182 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 36 878 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 493 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 198 ადამიანი და დაიღუპა 7.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 210 956 პაციენტს შეადგენს.
წყარო: