რას ნიშნავს სიამის ტყუპი?
სიამის ტყუპები დაბადებიდან ერთმანეთთან ფიზიკურად, სხეულის რომელიმე ნაწილით არიან დაკავშირებულნი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიამის ტყუპები დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ მალევე იღუპებიან. თუმცა საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინის პირობებში, პატარა ადამიანების გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებით სრულდება ქირურგიული ოპერაციები ჩვილების განცალკევების მიზნით.
რასაკვირველია, ქირურგიული ჩარევის წარმატება დამოკიდებულია შეერთების ადგილზე, გუნდის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე.
ხშირად კითხულობენ ამ ტიპის ორსულობისას ქალს უვლინდება თუ არა სპეციფიკური სიმპტომები. როგორც მეან-გინეკოლოგები განმარტავენ, სიამის ტყუპზე ორსულობისას სპეციფიკური სიმპტომატიკა არ ჩნდება. დიაგნოზი დასტურდება მხოლოდ სტანდარტული ულტრაბგერის დროს.
ყველაზე ხშირად სიამის ტყუპი ერთმანეთთან ფიზიკურად შეერთებულია სხეულის შემდეგი უბნით:
- გულმკერდი;
- მუცლის ღრუ;
- ხერხემალი;
- მენჯი;
- ტორსი;
- თავი;
- თავი და გულმკერდი.
სიამის ტყუპი იშვიათია, შესაბამისად, გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობი რჩება.
სიამის ტყუპზე ორსულობა კომპლექსურია და როგორც დედის, ისე ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სიამის ტყუპზე ორსულობის დროს მნიშვნელოვნად იზრდება გართულების რისკი, შესაბამისად, მედიკოსთა გუნდი ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს ამ რისკის მინიმუმამდე შემცირებას.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/conjoined-twins/symptoms-causes/syc-20353910