რა სიმპტომებით ვლინდება საკვერცხის კიბო?

რა სიმპტომებით ვლინდება საკვერცხის კიბო?

რა არის საკვერცხის კიბო?

საკვერცხის კიბო არის კიბო, რომელიც ყალიბდება საკვერცხეში.

ხშირად, საკვერცხის კიბო შეუმჩნევლად პროგრესირებს და როგორც წესი, დაავადება შესამჩნევია მაშინ, როდესაც უკვე მენჯისა და მუცლის ღრუში ვრცელდება. აღნიშნულ მდგომარეობას ონკოლოგები გვიან სტადიას უწოდებენ და ამ სტადიაზე გაცილებით რთულია დაავადების მართვა.

წარმატებით მკურნალობენ დაავადებას ადრეულ სტადიაზე, ანუ როცა კიბო მხოლოდ საკვერცხეშია და არ არის გავრცელებული, მეტასტაზირებული სხვა უბანში.

მკურნალობის კურსი მოიცავს ქირურგიულ ოპერაციასა და ქიმიოთერაპიას.

სიმპტომები

საკვერცხის კიბო ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

საკვერცხის კიბოსთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • მუცლის შებერილობა და შესიება;
  • საკვების მიღებისას ადვილად გიპყრობთ დანაყრების შეგრძნება;
  • წონის კლება;
  • დისკომფორტი მენჯის არეში;
  • ნაწლავის მოქმედების ცვლილება, მაგალითად, კუჭის შეკრულობა;
  • გახშირებული შარდვა.

გამომწვევი მიზეზი

საკვერცხის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

როგორც წესი, კიბო ყალიბდება მაშინ, როდესაც უჯრედის დნმ-ში მუტაცია ვითარდება. მუტაციის გამო უჯრედი უკონტროლოდ იზრდება და ქმნის პათოლოგიური უჯრედების გროვას.

მოგეხსენებათ, ჯანსაღი უჯრედი იღუპება, თუმცა პათოლოგიური უჯრედი ზრდას განაგრძობს. მუტირებული უჯრედები შესაძლოა ახლომდებარე ქსოვილებში შეიჭრას, შესაბამისად, დაავადება მეტასტაზირდეს.

საკვერცხის კიბოს რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი (განსაკუთრებით ხშირია 50-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებში);
  • მემკვიდრული (მემკვიდრეობით მიღებული) მუტირებული გენი;
  • საკვერცხის კიბოს ოჯახური ანამნეზი;
  • ესტროგენის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია;
  • ასაკი, როცა ქალს მენსტრუაცია ეწყება და უწყდება. მაგალითად, საკვერცხის კიბოს რისკი იზრდება თუ გოგონას პირველი ციკლი უჩვეულოდ ადრეულ ასაკში დაეწყო ან მენოპაუზა გვიან ასაკში განვითარდა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ovarian-cancer/symptoms-causes/syc-20375941