პროსტატის კიბო - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზი

პროსტატის კიბო - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზი

რა არის პროსტატის კიბო (წინამდებარე ჯირკვლის კიბო)?

პროსტატის კიბო არის დაავადება, რომელიც ყალიბდება პროსტატაში (წინამდებარე ჯირკვალში).

წინამდებარე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კიბო ნელა პროგრესირებს და სერიოზულ ზიანს არ იწვევს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება.

მკურნალობა გაცილებით მარტივი და ეფექტურია, როდესაც კიბო ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირდება, ანუ მაშინ, როცა დაავადება წინამდებარე ჯირკვალშია და არ არის მეტასტაზირებული.

სიმპტომები

ადრეულ სტადიაზე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

უკვე პროგრესირებად შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:

  • შარდვის გაძნელება;
  • შარდის ნაკადის დაქვეითება;
  • სისხლი შარდში;
  • სისხლი სპერმაში;
  • ძვლის ტკივილი;
  • უმიზეზოდ წონის კლება;
  • ერექციული დისფუნქცია.

გამომწვევი მიზეზი

წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ონკოლოგების აზრით, დაავადება ვითარდება დნმ-ში უჯრედის გადაგვარების გამო.

რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი (ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებში);
  • ოჯახური ანამნეზი;
  • სიმსუქნე.

პრევენცია

პროსტატის კიბოს რისკის შემცირებისთვის რეკომენდებულია:

  • იკვებეთ ჯანსაღი რაციონით (ხშირად მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული);
  • აუცილებელია ფიზიკური აქტივობა;
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილოგრამები;
  • თუ დაავადების ჩამოყალიბების რისკ-ჯგუფში იმყოფებით დროულად მიმართეთ ექიმს. მედიკოსი გარკვეულ მეთოდებს შეიმუშავებს და შეეცდება მინიმუმამდე შეამციროს რისკი.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prostate-cancer/symptoms-causes/syc-20353087