რა იწვევს ამნეზიას?

რა იწვევს ამნეზიას?

ამნეზიის დროს პაციენტი კარგავს მეხსიერებას, ავიწყდება ფაქტები.

ადამიანმა იცის, აცნობიერებს თუ ვინ არის, თუმცა უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება.

ბევრი პაციენტი კარგად აცნობიერებს, რომ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.

პათოლოგიური მდგომარეობის შესაძლო გამომწვევი მიზეზია ტვინის იმ უბნის დაზიანება, რომელიც მეხსიერების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი და აღსანიშნავია, რომ მეხსიერების დროებით დაკარგვასთან შედარებით ამნეზია შეიძლება იყოს მუდმივი.

გამომწვევი მიზეზი

ტრავმული დაზიანების ან დაავადების გამო თუ დაზარალდა ტვინი, მნიშვნელოვნად იზრდება მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი.

ამნეზია შესაძლოა ჩამოყალიბდეს თავის ტვინის ლიმბური სისტემის სტრუქტურის დაზიანების შედეგად. აღნიშნული სისტემა აკონტროლებს ემოციასა და მეხსიერებას.

თავის ტვინის ტრავმის ფონზე განვითარებულ ამნეზიას ნევროლოგიური ამნეზია ეწოდება.

ნევროლოგიური ამნეზიის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ინსულტი;
  • ენცეფალიტი;
  • ტვინში ჟანგბადის ადეკვატური დოზის დეფიციტი;
  • ალკოჰოლის მიღების გამო ორგანიზმში განვითარებული B-1 ვიტამინის დეფიციტი;
  • სიმსივნე ტვინის იმ უბანში, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას;
  • ალცჰაიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები;
  • შეტევა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

გაითვალისწინეთ, რომ სპორტული აქტივობის ან ავტოავარიის გამო მიღებული თავის ტრავმის შედეგად პაციენტი შეიძლება იყოს დაბნეული და გაუჭირდეს ახალი ინფორმაციის ათვისება, დამახსოვრება. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირია გამოჯანმრთელების ეტაპზე, ადრეულ სტადიაზე.

როგორც წესი, თავის მსუბუქი ტრავმა არ იწვევს ხანგრძლივ ამნეზიას, თუმცა გაცილებით მძიმე დაზიანების გამო, სამწუხაროდ, ამნეზია შეიძლება სამუდამო იყოს.

ფსიქოლოგებისთვის ცნობილია ამნეზიის კიდევ ერთი ტიპი; საუბარია დისოციაციურ (ფსიქოგენურ) ამნეზიაზე, რომელიც ყალიბდება ემოციური შოკის ან ტრავმის გამო. ამ ტიპის ამნეზიის დროს პაციენტს ავიწყდება პერსონალური და ავტობიოგრაფიული ინფორმაცია, მაგრამ მცირე დროით.

საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:

  • ოპერაცია ტვინზე;
  • თავის დაზიანება ან ტრავმა;
  • ინსულტი;
  • ჭარბი დოზით ალკოჰოლის მოხმარება;
  • შეტევა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/amnesia/symptoms-causes/syc-20353360