რა არის პარიზის სინდრომი?
საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრობა ბევრი ადამიანის ოცნებაა, თუმცა ზოგიერთ ტურისტს სიყვარულის ქალაქში სეირნობის შემდეგ, უსიამოვნო გამოცდილების გამო, პარიზის სინდრომი უვითარდება. ამ შემთხვევაში პარიზის მშვენიერებას ქალაქის ნეგატიური ასპექტები ჩრდილავს და ფაქტობრივად, მოგზაური იმედგაცრუებული რჩება.
სინდრომის განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს ზოგიერთი დაბინძურებული ქუჩა, მუზეუმებთან დაუსრულებელი რიგი, მეტროსადგურების წინ მცხოვრები უსახლკაროები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ტურისტს მხოლოდ დისკომფორტი არ იპყრობს და შეიძლება გამოუვლინდეს ფსიქიატრიული დისტრესისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც კი.
ეს სიმპტომებია:
- პანიკური შეტევა;
- გახშირებული გულისცემა;
- თავბრუსხვევა;
- ჰალუცინაცია;
- აგრესიული ქცევა.
როგორც წესი, პარიზის სინდრომით უმეტესად იტანჯებიან იაპონელი ტურისტები.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პარიზის სინდრომი კულტურული შოკის ექსტრემალური ფორმაა.
წყარო: