ალკოჰოლის მიღების შემდეგ სახე გიწითლდებათ, გაწუხებთ დიარეა ან გულისრევის შეგრძნება?

ალკოჰოლის მიღების შემდეგ სახე გიწითლდებათ, გაწუხებთ დიარეა ან გულისრევის შეგრძნება?

რა არის ალკოჰოლის აუტანლობა?

ალკოჰოლის აუტანლობა არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელით. ალკოჰოლის მიღებისთანავე ორგანიზმში რეაქციის მთელი ჯაჭვი იწყება, რაც ადამიანს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

ალკოჰოლის აუტანლობა გენეტიკურია.

უსიამოვნო რეაქციის პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა არ დალიოთ ალკოჰოლი. გაითვალისწინეთ, იგივე რეაქცია ვლინდება მაშინაც, როდესაც პიროვნება კონკრეტულ მედიკამენტს და ალკოჰოლურ სასმელს ერთდროულად იღებს.

სიმპტომები

ალკოჰოლის აუტანლობის ან ალკოჰოლურ სასმელებში არსებული დანამატების მიმართ რეაქციის დროს ორგანიზმში ვლინდება რიგი სიმპტომები.

ეს სიმპტომებია:

  • სახეზე წამოწითლება;
  • გამონაყარი, ქავილი;
  • უკვე არსებული ასთმური მდგომარეობის გაუარესება;
  • ცხვირის ღრუს დახშობა ან გამონადენი ცხვირიდან;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • დიარეა.

დიაგნოსტირებისთვის ფიზიკურ სიმპტომებთან ერთად მოწოდებულია:

  • ალერგიის დასადგენად კანის ტესტი;
  • სისხლის ანალიზი.

ალკოჰოლის აუტანლობის დიაგნოზის დროს მდგომარეობის გამწვავების პრევენციის ერთადერთი საშუალებაა შეძლებისდაგვარად მოერიდოთ გამღიზიანებელს, ანუ არ დალიოთ ალკოჰოლი და არ მიიღოთ ის ალკოჰოლური სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც არსებული ინგრედიენტი იწვევს ალერგიულ რეაქციას.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/alcohol-intolerance/diagnosis-treatment/drc-20369215