ეს საკითხი ბევრ ადამიანს აინტერესებს.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად წონის თემა აქტუალური ხდება.
ალბათ ხშირად გაგიგონიათ განმარტება ძვალმსხვილი ვარო. სამედიცინო ლიტერატურაში ტერმინი ძვალმსხვილი არ გამოიყენება, ასეთი განმარტება არ არსებობს.
ადამიანებს სხვადასხვა ზომის ჩონჩხი, სხეულის აგებულება აქვთ, თუმცა ამის გამო ჭარბწონიანი ვერ გახდებით. სიმსუქნე შეგიძლიათ დააბრალოთ არააქტიური ცხოვრების წესს, არაჯანსაღ რაციონს, გენეტიკას, თუმცა ძვლის სისქე სხეულის წონაზე დიდ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.
გაითვალისწინეთ, რომ ადამიანების უმეტესობა ორგანიზმში წონას ატარებს კუნთით, ცხიმოვანი ქსოვილით, ორგანოებით. თუ ფიქრობთ, რომ ზედმეტი წონა ძვლის ბრალია, ცდებით!
დიახ, შეიძლება პიროვნება ძვალმსხვილი იყოს, თუმცა ძვლის მსგავსი სტრუქტურაც კი ვერანაირ გავლენას ახდენს მთლიანი სხეულის წონაზე.
ერთადერთი არე, რომელიც ძვალმსხვილობის გამო მეტნაკლებად შეიძლება „დისკომფორტს“ გიქმნიდეთ, მაჯა და იდაყვია; შედეგად შეიძლება ვერ იყენებდეთ სტანდარტული ზომის მაჯის საათს ან სამაჯურს.
ადამიანის ძვლოვანი ჩონჩხის ზომას განსაზღვრავს პიროვნების მაჯის მოცულობა და სიმაღლე. თუ ამ პარამეტრებს აკმაყოფილებთ ძვალმსხვილი ხართ.
ქალები ძვალმსხვილები არიან თუ აქვთ შემდეგი მონაცემი:
- 158 სანტიმეტრზე დაბალი და მაჯის სისქე 14 სანტიმეტრზე მეტი;
- 157 სანტიმეტრი სიმაღლის და მაჯის სისქე 15 სანტიმეტრზე მეტი;
- სიმაღლეში 165-ზე მეტი და მაჯის სისქე 16 სანტიმეტრზე მეტი.
კაცები ძვალმსხვილები არიან თუ აქვთ შემდეგი მონაცემი:
- სიმაღლეში 165 სანტიმეტრზე მეტი და მაჯის ზომა 16 სმ-ზე მეტი.
ხართ თუ არა მსუქანი და საჭიროა თუ არა კვების რეჟიმის შეცვლა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ სხეულის მასის ინდექსი.
შეიძლება დაჯერება გაგიჭირდეთ, თუმცა ძვალმსხვილობის გამო ჯანსაღი წონიდან ჭარბწონიანად ვერ გადაიქცევით - იგი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე (უმნიშვნელო) კილოს გმატებდეთ.
გახსოვდეთ, ნებისმიერი წონის მქონე ადამიანის სხეულში სტანდარტული ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემაა. ორგანიზმის უდიდეს ნაწილში ერთი ზომის ძვალია. მცირედი განსხვავება ვლინდება მაშინ თუ გაქვთ გრძელი ფეხები ან ფართე მხრები.
ძვლის სტრუქტურა ნამდვილად შესამჩნევია სახეზე. დიახ, გიდასტურებთ, რომ ძვლის სტრუქტურის გამო სახე შეიძლება იყოს მრგვალი, დიდი ან სრული (თითქოს მსუქანი).
წყარო:
https://shine365.marshfieldclinic.org/bone-joint/big-boned-not-a-reason-to-be-overweight/
https://www.huffpost.com/entry/are-you-big-boned-truth_n_6075706