რა არის დისტონია?
დისტონია მოძრაობის დარღვევაა, რომლის დროსაც კუნთები უნებლიედ იკუმშება და რაც იწვევს განმეორებით ან უკონტროლო მოძრაობებს.
კუნთის სპაზმი შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე ძლიერი.
სპაზმის გამო ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ტკივილი; ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დისკომფორტი იმდენად ძლიერია მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი, იცვლება დღის რეჟიმი.
სამწუხაროდ, დისტონიის მკურნალობის მეთოდი თანამედროვე მედიცინისთვის დღემდე უცნობია, თუმცა გარკვეული მედიკამენტებით სიმპტომების შემსუბუქება, მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა - მწვავე დისტონიის დროს ტვინის კონკრეტული უბნის ან ნერვის რეგულირებისთვის აუცილებელია ოპერაცია.
დისტონიის დროს ზიანდება სხეულის სხვადასხვა არე, შესაბამისად, ვლინდება სიმპტომები, კერძოდ:
- კისერი. კუნთის შეკუმშვისას თავი ერთ მხარეს იგრიხება ან წინ თუ უკან არის გადაწეული (მტკივნეულია);
- ქუთუთო. სწრაფი ხამხამის ან უნებლიე სპაზმის გამო თვალი იხუჭება (ბლეფაროსპაზმი);
- ყბა ან ენა. ვლინდება ბუნდოვანი მეტყველება, ნერწყვდენა, ყლაპვის ან ღეჭვის გაძნელება;
- ხმის იოგები. პაციენტი შესაძლოა საუბრობდეს დაძაბული ხმით ან ისეთი ხმა ჰქონდეს თითქოს ჩურჩულით ლაპარაკობს;
- ხელის მტევანი და წინამხარი. ამ ტიპის დისტონიის დროს კუნთის სპაზმი ვლინდება უშუალოდ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგალითად, წერის დროს ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისას.
დისტონიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ზოგიერთი ფორმა მემკვიდრულია.
დისტონია შეიძლება იყოს სხვა დაავადების ან მდგომარეობის სიმპტომი და ეს პათოლოგიებია:
- პარკინსონის დაავადება;
- ჰანტინგტონის დაავადება;
- ვილსონის დაავადება;
- ტვინის ტრავმული დაზიანება;
- ინსულტი;
- ტვინის სიმსივნე;
- ჟანგბადის დაკარგვა;
- ტუბერკულიოზი;
- ენცეფალიტი;
- მძიმე მეტალით მოწამვლა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dystonia/symptoms-causes/syc-20350480