ქლამიდიოზი - რა სიმპტომებით ვლინდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?

ქლამიდიოზი - რა სიმპტომებით ვლინდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?

რა არის ქლამიდიოზი?

ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია.

შეიძლება პაციენტმა ინფექციის შესახებ არაფერი იცოდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში ქლამიდიოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ქლამიდიოზით ავადობენ ახალგაზრდა ქალები, თუმცა ასევე შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცი და ქალბატონი.

ინფექციის მკურნალობა რთული არაა, თუმცა არანამკურნალებელ შემთხვევაში ქლამიდიოზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ინფექციის გამომწვევი ბაქტერია ვრცელდება ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსით.

სავსებით შესაძლებელია ინფექცია ორსულისგან ჩვილს გადაედოს - ამის გამო ახალშობილებში იზრდება პნევმონიის ან თვალის ინფექციის რისკი.

ადრეულ სტადიაზე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ინფექციის ნიშნებია:

  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ვაგინალური გამონადენი;
  • გამონადენი პენისიდან;
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს (ქალებში);
  • მენსტრუაციის ციკლს შორის და ასევე ინტიმური კავშირის შემდეგ სისხლდენა (ქალებში);
  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია ბაქტერიოსკოპია, ციტოლოგიური კვლევა.

მკურნალობისთვის ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია.

პროფილაქტიკისთვის აუცილებელია თავი დაიცვათ ინტიმური კავშირის დროს და მოერიდოთ შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chlamydia/symptoms-causes/syc-20355349