კონიუნქტივიტი (ვარდისფერი თვალი) კონიუნქტივას ინფექცია ან ანთებაა.
კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული.
როდესაც კონიუნქტივას პატარა ზომის სისხლძარღვები ანთებითი ხდება, ანთებითი პროცესიდან გამომდინარე, თვალის თეთრი ნაწილი წითელ ან ვარდისფერ შეფერილობას იღებს.
ალერგიული კონიუნქტივიტი ვითარდება მაშინ, როცა ადამიანის თვალი კონტაქტში შედის ალერგენთან. ალერგიული რეაქციის გამო თვალზე იწყება ანთებითი რეაქცია.
ალერგიული კონიუნქტივიტის გამო ზიანდება ორივე თვალი. სიმპტომები ჩნდება სწრაფად, თუმცა ზოგჯერ ნიშნები ალერგენთან კონტაქტიდან 2-4 დღეში ვლინდება.
ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომებია:
- წითელი ან ვარდისფერი თვალი;
- ტკივილი;
- ქავილი;
- ქუთუთოს შეშუპება;
- სისუსტე, წვის შეგრძნება.
როგორც წესი, სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე ადამიანებს სიმპტომები ადრეული გაზაფხულიდან ზაფხულამდე უვითარდებათ, ზოგჯერ ნიშნები ვლინდება შემოდგომაზე.
ალერგოლოგების განმარტებით, ალერგიული კონიუნქტივიტი ორი ტიპისაა მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი, ძირითადად, სეზონურია და ახასიათებს შეტევის სახით დაწყება ალერგენთან კონტაქტიდან ძალიან მოკლე ვადაში. ხასიათდება ხანმოკლე და ეპიზოდური მიმდინარეობით. ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტი კი შედარებით ზომიერად მიმდინარეობს წლის განმავლობაში.
ინფექცია დიაგნოსტირდება კლინიკურად გამოხატული ნიშნების მიხედვით. ამასთან, ინიშნება ალერგიული სინჯები, საჭირო ხდება კონიუნქტივალური ნაცხის გამოკვლევა ეოზინიფილებზე.
მკურნალობის კურსი ინიშნება ალერგიის გამოვლენის სიმწვავისა და სიმძიმის შესაბამისად.
წყარო: