პერიფერიული ნეიროპათია - დიაგნოსტირება და მკურნალობა

პერიფერიული ნეიროპათია - დიაგნოსტირება და მკურნალობა

პერიფერიული ნეიროპათია თავისა და ზურგის ტვინის ნერვების დაზიანების შედეგია.

დარღვევა იწვევს დაბუჟებას, სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვასა და ტკივილს ხელის, ტერფის არეში. პერიფერიული ნეიროპათიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს სხეულის სხვა არეშიც.

პათოლოგია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ტრავმული დაზიანების ან ინფექციის გამო, განპირობებული იყოს მეტაბოლური პრობლემებით, მემკვიდრული დაავადებებით, ტოქსინების ზემოქმედებით.

პერიფერიული ნეიროპათიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი დიაბეტია.

პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია და სიმპტომატიკა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ნერვია დაზიანებული.

დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა დაინიშნოს:

  • სისხლის ანალიზი;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ელექტრომიოგრაფია;
  • ნერვის ბიოფსია;
  • კანის ბიოფსია.

გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი. პერიფერიული ნეიროპათიით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქება შესაძლებელია მედიკამენტური თერაპიით. კუნთის სისუსტის შემთხვევაში რეკომენდებულია ფიზიოთერაპია.

იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ნეიროპათია ჩამოყალიბებულია ნერვზე ზეწოლით, საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია.

ცხოვრების წესი და მკურნალობა სახლის პირობებში

პერიფერიული ნეიროპათიის მართვისთვის რეკომენდებულია:

  • თუ გაქვთ დიაბეტი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ტერფებს, აუცილებელია ფეხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
  • რეგულარული ვარჯიში;
  • უარი თქვით თამბაქოზე;
  • მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
  • მოერიდეთ ალკოჰოლს;
  • ხშირად შეამოწმეთ სისხლში გლუკოზის დონე.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/peripheral-neuropathy/diagnosis-treatment/drc-20352067